პრემიერი პირდაპირ ახალისებს ძალადობას – მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს, დაუყოვნებლივ მოახდინონ უკმაცრესი რეაგირება

პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც ამ ქვეყანაში უსაფრთხოების, სტაბილურობის და ადამიანების უფლებების დაცვის გარანტი უნდა იყოს, მთავრობის სხდომაზე, პირდაპირ ახალისებს ძალადობას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ის დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო მეგობრებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ვხედავთ პარლამენტის შენობის წინ, ისევე, როგორც პარლამენტის შენობის უკან, განლაგებულია ძალიან აგრესიულად განწყობილი რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ებრძვის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, ისინი თავს ესხმიან ჟურნალისტებს სხვადასხვა ტელევზიიებიდან, თავს ესხმიან ოპერატორებს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „სირცხვილიას“ წევრებს და ცდილობენ, ძალადობრივად „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრას, ისინი ასევე ისვრიან საგნებს პარლამენტის შენობის მისამართით. პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც უნდა იყოს ამ ქვეყანაში უსაფრთხოების, სტაბილურობის და ადამიანების უფლებების დაცვის გარანტი, მთავრობის სხდომაზე, პირდაპირ ახალისებს ამ ძალადობას და მოუწოდებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ. ღარიბაშვილმა ნაცვლად იმისა, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ არ დაზიანდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები და მოქალაქეები, ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში იყოს დაცული, პრაიდის ორგანიზება დააბრალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილს და ამით პირდაპირ გაუხსნა გზა ძალადობას. ჩვენ მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, რომელთაც ადარდებთ ამ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება, დაუყოვნებლივ მოახდინონ უკმაცრესი რეაგირება, რადგან მსგავსი დაპირისპირება და ქაოსი ქვეყნისთვის უკიდურესად სახიფათოა“, – განაცხადა ბოკუჩავამ....
წყარო

Babi

თბილისი
  • 18 თვის წინ

Niniko

თბილისი
  • 10 დღის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 11 დღის წინ

Ninaka

თელავი
  • 5 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 20 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ekako transi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 16 საათის წინ

Irinkaa

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ