ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ გამართვა. მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს მოიცავს, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მარში მიუღებელია და შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ აქცია რუსთაველის გამზირზე არ უნდა ჩატარდეს. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მარშის ალტერნატიულ ადგილას გამართვის რეკომენდაცია მიეცათ: „შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მუდმივ კონტაქტზე ეგრეთ წოდებული პრაიდის, ამ მარშის ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მე მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება, კერძოდ პოლიციის მიერ შეფასებული რისკების შეფასება და ზოგადად საფრთხეების შეფასება უნდა იქნას მხედველობაში მიღებული და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ მისი აზრით, აღნიშნული ტიპის აქციები არა თუ ხელს უშლის, ხელს უწყობს უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას. მისი შეფასებით, განსხვავებულობაზე ხაზგასმაა სწორედ დისკრიმინაცია. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ლგბტქ+ ადამიანების დისკრიმინაციის არც ერთი ფაქტი არ არსებობს: „ჩვენს მოსახლეობას არავისთან არა აქვს არავითარი პრობლემა, არც ამ ადამიანებთან. ყოველდღე ეს ადამიანები, უმცირესობების წარმომადგენლები მუშაობენ და ცხოვრობენ აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებასა და რეჟიმში. მათ არავითარი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანაში. არც ერთი ფაქტი არ არსებობს აღნიშნული დისკრიმინაციის და მე მინდა ვთქვა, რომ თუ ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა ოდესმე, ამის განზოგადება, რა თქმა უნდა არ შეიძლება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მიმართა ასევე აქციის მოწინააღმდეგეებს და აღნიშნა, რომ აქციის გამართვა ასევე მათი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა ყველაფერი კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა გაიმართოს: "ეს გამოხატვის ფორმა, პროტესტის ფორმაც უნდა იყოს მშვიდობიანი და არ უნდა შეიცავდეს ძალადობის რაიმე ნიშნებს. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზეანესობა და მე როგორ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური არ დავუშვებ არავითარ ქაოსს სამოქალაქო დაპირისპირებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან თქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს რისკები და დღემ მშვიდად ჩაიაროს. მისივე თქმით, ეს საქართველოა და ყველამ უნდა სცეს პატივი წესებს და ტრადიციებს, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. "პრაიდის კვირეული" საქართვ...
წყარო

Ellaa

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Nina transi

თბილისი
  • 15 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 საათის წინ

Dako

გორი
  • 20 დღის წინ

Mariana

თბილისი
  • 8 საათის წინ

Diana

თბილისი
  • 17 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 5 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 6 დღის წინ
  • VIP
  • 100%

Ana

თბილისი
  • 40 წუთის წინ

Mersi

თბილისი
  • 16 დღის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 55 წუთის წინ

Anna

თბილისი
  • 9 თვის წინ