აშშ-ის საელჩო: მხარს ვუჭერთ ლგბტქ+საზოგადოებას, გამოიყენოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სალჩო აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერენ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით. „შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კერი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა. დღესვე ელჩმა მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას და ისინი ვისაც სურთ ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას, არღვევენ კონსტიტუციას. "პრაიდის კვირეული" საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1 ივლისს გაიმართა დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, "ღირსების მარშის" ჩატარება კი 5 ივლისსაა დაგეგმილი. ასევე ნახეთ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს "ღირსების მარშის" ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ. ასევე ნახეთ საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ბავშვებს „პრაიდის“ წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ 5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი ძალადობრივი ინციდენტების გამოსარიცხად, ორგანიზატორები ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ღირსების მარშის“ საორგანიზაციო ჯგუფი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს და საბოლოოდ შეთანხმებული გეგმა 5 ივლისს დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი. ასევე ნახეთ „თბილისი პრაიდი“ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განცხადება...
წყარო

Lika

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anjela

თბილისი
  • 1 თვის წინ

Likuna

თბილისი
  • 6 საათის წინ

Ilona varketili

თბილისი
  • 21 საათის წინ

Ina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ekyna

თბილისი
  • 5 წუთის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 2 დღის წინ

Teona

ქუთაისი
  • 8 საათის წინ

Erotiuli masaji

თბილისი
  • 1 თვის წინ