ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა 1 საცხოვრებელ სახლს, რამდენიმე სახლის სახურავი კი ნაწილობრივ დააზიანა. სტიქიამ ნაწილობრივ გაანადგურა ასევე სიმინდის ყანები და თხილის ბაღები. წყალმა სოფლების ნაწილში შიდა გზები ჩამორეცხა, თუმცა საავტომობილო გადაადგილება მუნიციპალიტეტში არ შეფერხებულა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წუხელ დროებითი მასალით გადახურეს ის შენობები, სადაც წვიმა ჩადიოდა. მერი ამბობს, რომ დღეიდან სამშენებლო მასალებით მოამარაგებენ და გადახურავენ დაზიანებულ სახლებს. მისივე ინფორმაციით, 4 ივლისს ქარმა დააზიანა ელექტროსადენებიც, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მუნიციპალიტეტს. როგორც ბესიკ ფარცვანია ამბობს, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა და ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება. „დღის განმავლობაში, ეტაპობრივად მოხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. დღესვე სპეციალური კომისია უფრო ზუსტად დაადგენს ზარალს“, - განაცხადა ბესიკ ფარცვანიამ. 4 ივლისს, დღის მეორე ნახევარში მოსულმა ძლიერმა ქარმა და წვიმამ ელექტროსადენები დააზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. აბონენტების ნაწილს აქ ელექტროენერგიის მიწოდება გვიან ღამით აღუდგა. ...
წყარო

Lenka

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 11 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 9 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 3 დღის წინ

Alev

ბათუმი
  • 22 დღის წინ
  • VIP

ანუკი

თბილისი
  • 5 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 11 საათის წინ

Rita

თბილისი
  • 15 დღის წინ

Your mistress in a fantasy world

თბილისი
  • 15 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Nini

თბილისი
  • 11 საათის წინ

Irina

თბილისი
  • 3 საათის წინ