თაბაგარი "ღირსების მარშზე": ჯერჯერობით გეგმის მიხედვით ვაგრძელებთ მუშაობას, არაფერი შეგვიცვლია

პრაიდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ დირექტორი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ გამართვაზე მუშაობა ჯერჯერობით გეგმის მიხედვით გრძელდება და ამ ეტაპისათვის გეგმაში ცვლილებები არ შესულა. მისი თქმით, მოძალადე ჯგუფების მხრიდან უსაფრთხოების გამოწვევები არსებობს და შესაბამისად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. „არაფერი არ შეგვიცვლია ჯერჯერობით დეტალებში. ჩვენ რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით და დედა ენის პარკში ვაპირებთ დასრულებას. ეს არის ჩვენი თავდაპირველი მარშრუტი და იმედი გვაქვს, რომ ავცდებით შეხლა-შემოხლას იმ ჯგუფებთან, რომლებიც მობილიზდებიან ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი თაბაგარმა. მისი თქმით, უსაფრთხოების დეტალებთან დაკავშირებით „ღირსების მარშის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას 5 ივლისსაც გეგმავენ და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. გიორგი თაბაგარმა მედიასთან შეაფასა ასევე საპატრიარქოს გადაწყვეტილება, 5 ივლისს ორჯერ გამართოს პარაკლისი. "მთელი დღე შეუძლიათ იქადაგონ, არ არის პრობლემა, თუ ეს მშვიდობიანი ქადაგება იქნება და ეს ქადაგება არ გადაიზრდება შემდეგ ტაბურეტკებიან სირბილში. დანარჩენი არის საპატრიარქოს გადასაწყვეტი მთლიანად. ჩვენ საპატრიარქოს ან სხვა ინსტიტუციებს არ ველაპარაკებით, ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ სახელმწიფოს, რომელიც პასუხისმგებელია მართლწესრიგზე ამ ქვეყანაში. ჩვენ ვერ მოვთხოვთ რაღაც რელიგიურ დაჯგუფებას, როგორ მოიქცეს, თუ როგორ არა. ეს არის სახელმწიფოს როლი და მისი პასუხისმგებლობა, რომ მათ უზრუნველყონ ადამიანების უსაფრთხოება ამ აქციაზე", - განაცხადა გიორგი თაბაგარმა. 5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი ძალადობრივი ინციდენტების გამოსარიცხად, ორგანიზატორები ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ღირსების მარშის“ საორგანიზაციო ჯგუფი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს და საბოლოოდ შეთანხმებული გეგმა 5 ივლისს დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი. ასევე ნახეთ „თბილისი პრაიდი“ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "პრაიდის კვირეული" საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1 ივლისს გაიმართა დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, "ღირსების მარშის" ჩატარება კი 5 ივლისსაა დაგეგმილი. ასევე ნახეთ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს "ღირსების მარშის" ჩატარებ...
წყარო
  • VIP+

mari mari

თბილისი
  • 1 თვის წინ

ვიკა

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nuro relaqs masaji

თბილისი
  • 2 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 8 თვის წინ

Taso

ბათუმი
  • 6 თვის წინ

Teko

რუსთავი
  • 4 თვის წინ
  • VIP

Lika

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anka

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Sofia

თბილისი
  • 15 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 2 დღის წინ