ჟურნალისტებზე თავდასხმას შსს ძალადობისა და საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმის გამოძიება ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით დაიწყო. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა. "რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ცალკეული პირების მხრიდან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. რუსთაველზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან განთავსებული", - აცხადებენ შსს-ში. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი - ძალადობა სამსახურებრივი საქმიანობის გამო ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით; სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ასევე ნახეთ ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე 10-ზე მეტ ჟურნალისტს თავს დაესხნენ ასევე ნახეთ „სირცხვილიას“ ოფისთან ჟურნალისტებს სცემეს "თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. აქციის ძალადობრივი მონაწილეები დღეს დილიდან უკვე შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 18 საათის წინ

Alina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Maka88

თბილისი
  • 6 დღის წინ

Anya

თბილისი
  • 11 საათის წინ

Mia

თბილისი
  • 15 საათის წინ

Qeti

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 15 საათის წინ

Ina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Leka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Mary

თბილისი
  • 10 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 1 თვის წინ