ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, პრემიერის განცხადებამ

საქართველოს სახალხო დამცველი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა “”სირცხვილიას” ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს. “მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები ღირსების მარშის მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს. შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას. პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან “რევანშისტული და რადიკალური” პოლიტიკური ძალები დგანან. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად განარიდონ. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე,”- ნაქთამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში....
წყარო

Gvanca

თბილისი
  • 6 საათის წინ

Salome

თბილისი
  • 1 საათის წინ

Anano

თბილისი
  • 15 დღის წინ

Deko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 6 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 7 საათის წინ

Salita

თბილისი
  • 16 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 1 დღის წინ

Taso

თბილისი
  • 18 დღის წინ

Dako

გორი
  • 22 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 13 თვის წინ