შსს ისევ არ ავრცელებს ინფორმაციას დაკავებულების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, რომ დაწყებულია გამოძიება მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. გამოძიება ორივე შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობს იმაზეც, რომ მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე აქვთ ინფორმაცია და ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, სწავლობენ ინციდენტების ამსახველ მასალებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს ძალადობის ფაქტებში მონაწილეთა დაკავების შესახებ. ამბობს მხოლოდ იმას, რომ "დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება". "თბილისი პრაიდის" მიერ დღეს, 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში" მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ღირსების მარშის" რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. 5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს ესხმიან მედიას - დაშავებულთა შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც. ...
წყარო

Salo rustavi

რუსთავი
  • 16 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 2 საათის წინ

Natalia

ქუთაისი
  • 6 დღის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 14 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Sofi

ქუთაისი
  • 3 დღის წინ

Annaa

თბილისი
  • 1 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anka

ქუთაისი
  • 15 წუთის წინ

Mari

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anano da nita

თბილისი
  • 15 დღის წინ