შსს აცხადებს, რომ გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გმობენ სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებშია. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, "დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში". "დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - აცხადებენ შსს-ში. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ისევ არ ავრცელებს. ასევე ნახეთ 15-ზე მეტი ჟურნალისტის ცემის საქმეზე არავინაა დაკავებული დღეს დილიდან სიძულვილის ჯგუფებმა 15-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი შემთხვევიდან რამდენიმე საათიც არის გასული, ჯერ არავინ დაუკავებიათ. სიძულვილის ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრენენ და "სირცხვილიას" ოფისთანაც იყვნენ მისულები და იქ შესვლას ცდილობდნენ. ქალაქში რადიო თავისუფლების გადამღებმა ჯგუფმა ვერ შენიშნა საპოლიციო ტექნიკა, რომელსაც შსს აქციის მონაწილეების დასაშლელად იყენებს და ამას ძალადობით ამართლებს ხოლმე. სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ძალადობის გააქტიურებამდე გავრცელდა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ არამიზანშეწონილია მარშის გამართვა. "თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. ...
წყარო

Lilia

თბილისი
  • 19 საათის წინ

Irinka varketili

თბილისი
  • 21 საათის წინ

Irinka

თბილისი
  • 8 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nini❤

თბილისი
  • 6 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Niako

ბათუმი
  • 1 თვის წინ

თათო

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Oksana

ქუთაისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

ნინი

თბილისი
  • 6 საათის წინ

Dako

თბილისი
  • 12 თვის წინ