,,მთავარი არხის“,  „პირველის“ და „ფორმულას“ ხელმძღვანელები: ჩვენი ჟურნალისტები ჩვენ უნდა დავიცვათ

ტელეკომპანიების „მთავარი არხის“, „პირველის“ და „ფორმულას“ ხელმძღვანელები ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ იცავს „თბილისი პრაიდის“ აქციაზე ჟურნალისტებისა და ოპერატორების უსაფრთხოებას. „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ამბობს, რომ ჯობს ჟურნალისტები ადგილიდან განარიდონ. მისი თქმით, დღეს შსს მინისტრი გომელაური მხოლოდ დუგინის და ივანიშვილის უსაფრთხოებით არის დაკავებული. „ორი დღის წინ ჩვენი ჟურნალისტი ნინი ელიკაშვილი სასტიკად სცემეს და სასამართლომ თავდამსხმელი გირაოთი გაათავისუფლა, დღეს რამდენი ჟურნალისტი, რამდენი ოპერატორი არის დაზარალებული და სასტიკად ნაცემი, უკვე თვლაც კი გვიჭირს. ვფიქრობ, გომელაურმა და ღარიბაშვილმა „ნადირობის სეზონი“ გახსნა ჩვენს ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, ჩვენ თვითონვე დავიცვათ ჩვენი გადამღები ჯგუფები და განვარიდოთ ადგილს იმიტომ, რომ დღეს ჩვენი ჟურნალისტების სიცოცხლე დაცული არ არის და უარესად საშიშია“, - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა. ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბერიძე და მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე მოვლენებში. ასევე ნახეთ 15-ზე მეტი ჟურნალისტის ცემის საქმეზე არავინაა დაკავებული „დღეს ვადევნებთ თვალს ძალიან საშიშ პროცესს, რომელიც ამ ქვეყანას არაფერს კარგს არ მოუტანს. სამწუხაროდ, ამ ვითარებაში ფაქტობრივად ხელისუფლებამ „მწვანე შუქი“ აუნთო ძალადობას. მათი უპასუხისმგებლო განცხადებები არის წამახალისებელი. ცოტა ხნის წინ სასტიკად სცემეს ჩვენი ჟურნალისტი რატი წვერავა და მთლიანად დღეს მედია საფრთხის წინაშე იმყოფება“, - განაცხადა გუმბერიძემ. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით კი, ჟურნალისტებს საკუთარი საქმიანობის შესრულების საშუალება არ ეძლევათ. მისი თქმით, არ არსებობს არავითარი დაცვის გარანტია და საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. „საქართველოს ხელისუფლება არ ან ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეები დამნაშავეებისგან, რომლებიც ადამიანებს სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებიან, მათ შორის სოცოცხლის მოსპობითაც. ჩვენს ჟურნალისტებს მნიშვნელოვანი დაზიანებები აქვთ მიღებული“, - განაცხადა გვარამიამ. დღეს დილიდან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჰომოფობიური ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებიან. დაშავებულია ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი. ...
წყარო

Ксюша

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 14 საათის წინ

Likyna

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 3 თვის წინ

Nini varketili

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 16 საათის წინ

Mari

თბილისი
  • 16 საათის წინ

Milana

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 14 თვის წინ

Eka

თბილისი
  • 2 დღის წინ

M i a k o

თბილისი
  • 15 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 1 თვის წინ