ვარლამ გოლეთიანი პარლამენტთან საპატრიარქოს კონტრაქციას შეუერთდა

„რიონის ხეობის მცველები” აცხადებენ, რომ თბილისში როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, პატრიარქის მოწოდებით ჩამოვიდნენ და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. „ვუერთდებით საპატრიარქოს განცხადებას და გვინდა მშვიდობიანად დავაფიქსიროთ პოზიცია. აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ძალადობის”, - უთხრა მოძრაობის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა რადიო თავისუფლებას რუსთაველის გამზირზე. საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებული განცხადებები 29 ივნისს და 3 ივლისსაც გაავრცელა. მათში ნათქვამი იყო, რომ „ღირსების მარშს“ „ღირსებასთან რეალურად კავშირი არა აქვს“ და იგი არ უნდა გაიმართოს. განცხადებებში გამოყენებული იყო ჰომოფობიური არგუმენტები და მიმართული იყო ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. თანამოაზრეების ნაწილთან ერთად უკვე თბილისში იმყოფებიან მოძრაობის ლიდერები ვარლამ გოლეთიანი და მარიტა მუსელიანი, მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა მაკა სულაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ის გზაშია. „ახლა გზაში ვართ და თანდათან ვეცნობით ინფორმაციას, რაც ხდება თბილისში. რაც მიუღებელია, ჩვენ მხოლოდ პარაკლისში მივიღებთ მონაწილეობას“, - თქვა მან და დააზუსტა, რომ მოძრაობის ლიდერები თბილისში სულიერი მამის მოწოდების საფუძველზე მოდიან. სიძულვილის ჯგუფებმა, იმ საბაბით, რომ ეწინააღმდეგებიან „ღირსების მარშის“ ჩატარებას, ჟურნალისტებზე თავდასხმა, რუსთაველზე დარბევა, სხვადასხვა შენობებში შეჭრა დღეს დილიდან დაიწყეს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე დაშავებულია 15 ჟურნალისტი, დაკავებული არავინაა. სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ძალადობის გააქტიურებამდე გავრცელდა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ არამიზანშეწონილია მარშის გამართვა. "თბილისი პრაიდმა" დღის სამი საათისთვის გაავრცელა განცხადება, რომ დღეს "ღირსების მარში" აღარ ჩატარდება. ორგანიზატორები სიძულვილის ჯგუფების ძალადობას, რომლის მოწმეც საზოგადოება 5 ივლისს გახდა, სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ წამოწყებულ ომს უწოდებენ. ...
წყარო

Lile

ქუთაისი
  • 14 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Misstress❗

თბილისი
  • 9 საათის წინ

Ina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 11 საათის წინ

Sofia

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 15 თვის წინ

Eva

რუსთავი
  • 11 საათის წინ
  • VIP+
  • 100%

Salo

თბილისი
  • 6 დღის წინ

Alesia

თბილისი
  • 18 საათის წინ