კახა კუჭავა: ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს... არ დავუშვათ ძალადობა

„ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისთვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში, რომლითაც 5 ივლისს მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. იგი მოუწოდებს ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად და იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე: „დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას - ეს მიუღებელია! ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები“, - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იგი ამბობს, რომ სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას! „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!“, - წერს კახა კუჭავა. დღეს დილიდან სიძულვილის ჯგუფებმა 15-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი შემთხვევიდან რამდენიმე საათიც არის გასული, ჯერ არავინ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ. ნაცემ ჟურნალისტებს შორის არიან: "რადიო თავისუფლების", "რუსთავი 2"-ის, "ნეტგაზეთის", On.ge-ის, "TV პირველის" და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები. მათ სიტყვიერთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. დამტვრეულია მედიასაშუალებების ტექნიკაც. სიძულვილის ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრენენ და "სირცხვილიას" ოფისთანაც იყვნენ მისულები და იქ შესვლას ცდილობდნენ. ქალაქში რადიო თავისუფლების გადამღებმა ჯგუფმა ვერ შენიშნა საპოლიციო ტექნიკა, რომელსაც შსს აქციის მონაწილეების დასაშლელად იყენებს და ამას ძალადობით ამართლებს ხოლმე. სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ძალადობის გააქტიურებამდე გავრცელდა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ არამიზანშეწონილია მარშის გამართვა. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად "თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. ...
წყარო
  • 100%

Lola

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Sopo

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 საათის წინ

Liza varketili

თბილისი
  • 12 საათის წინ

Semiha

თბილისი
  • 4 თვის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 6 დღის წინ

Natato

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 2 თვის წინ