სოციალური სამართლიანობის ცენტრი: "ხელისუფლებას შეკრების თავისუფლების დაცვის რეალური ინტერესი არ ჰქონია"

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციას განცხადებით ეხმიანება და მთავრობას უსაფრთხოებისა და სოციალური მშვიდობის დაცვისკენ მოუწოდებს. რუსთაველის გამზირზე გუშინ და დღეს პოლიციის მუშაობაზე დაკვირვებით, არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ადგილზე მობილიზებული არ არის პოლიციის საკმარისი ძალები და შსს-ს არ მიუღია ზომები კონკრეტული ადგილების გამოყოფის, დაცვისა და აქციისა და კონტრაქციის მონაწილეეების დაშორიშორების მიზნით. "შსს-ს მიერ გამოყენებული უსაფრთხოების სტრატეგია, განსაკუთრებით კი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხდების შემდეგ, ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას შეკრების თავისუფლების დაცვის რეალური ინტერესი არ ჰქონია და სწორედ ამ მიზნით დაუშვა კონტრ-აქციის მონაწილეების ქაოტური და მასობრივი მობილიზაცია რუსთაველის გამზირზე და მიმდინარე ქუჩებზე". სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება უკიდურესად შემაშფოთებელი იყო და ის ადამიანის უფლებების დაცვის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებსა და ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა. "პრემიერ-მინისტრმა ტრადიციების და უმრავლესობის სახელით კონკრეტული ჯგუფების უფლებების უგულებელყოფა დაუშვა და გაამართლა. ის კვლავ შეეცადა ლგბტი საკითხების უპასუხისმგებლო, პოლიტიკურ გამოყენებას და პოლიტიკური პოლარიზების პროცესში ადამიანის უფლებების საკითხების ჩართვას", - წერია განცხადებაში. три ორგანიზაციის შეფასებით, 2013 წლის 17 მაისის გამოცდილების შემდეგ, სადაც სინოდის წევრების მონაწილეობით და წინამძღოლობით ჩატარებულმა აქციამ კოლექტიური და მასობრივი ძალადობის ფორმა მიიღო, საპატრიარქო კვლავ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით დგას და რეალურად ახალისებს სოციალური მშვიდობისა და ადამიანის პატივისცემის წინააღმდეგ მიმართულ პრაქტიკებს. "საპატრიარქო, რომელიც შიდა კრიზისებშია მოქცეული და სწორედ სექსუალური სკანდალები ხდება შიდა განხეთქილების მიზეზი, ამ კრიზისების გააზრების ნაცვლად, კვლავ მრევლის ინსტრუმენტალიზებას ახდენს". მიუხედავად იმისა, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ იზიარებს თბილისი პრაიდის აქტივისტურ სტრატეგიას და მიაჩნია, რომ ჰომოფობიის დაძლევა ტრანსფორმაციული მცდელობებით და ლგბტქი ადამიანების რეალურ საჭიროებებსა და დემოკრატიულ თვითორგანიზებაზე დაფუძნებული აქტივისტური დღის წესრიგით არის მიღწევადი, წუხილს გამოთქვამს, რომ ღირსების მარშის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ამ მასშტაბის სოციალური წნეხის და პოლიტიკური არაღიარების გამოცდილების მიღება უწევთ. ასევე ნახეთ 15-ზე მეტი ჟურნალისტის ცემის საქმეზე არავინაა დაკავებული ...
წყარო

Sali

თბილისი
  • 2 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 47 წუთის წინ

Anita

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 20 დღის წინ

Likyna

თბილისი
  • 2 საათის წინ

Aliona

რუსთავი
  • 25 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 20 თვის წინ

Anano da nita

თბილისი
  • 14 საათის წინ

Teko

რუსთავი
  • 3 თვის წინ

ლილიანა

თბილისი
  • 25 დღის წინ

Sofia

თბილისი
  • 14 თვის წინ

N.a.t.i

თბილისი
  • 23 დღის წინ