კობახიძის თქმით, პრაიდის მიზანი ადამიანების უფლებების დაცვა არ ყოფილა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ "ღირსების მარში" ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად პარტიულ მიზნებს ემსახურებოდა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. "ფაქტია, რომ პრაიდის რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. ის, რაც დღეს ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის - "ნაციონალური მოძრაობის" და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში..." - განაცხადა კობახიძემ. კობახიძე ამბობს, რომ დღეს თბილისში არსებული ვითარების მართვა რთულია. ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძის თქმით, "ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების გამო" "გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო. თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის", - თქვა მან. დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა 15-ზე მეტი ჟურნალისტს სცემეს. დაშავებულებს შორის არის რადიო თავისუფლების გადამღები ჯგუფი. გარდა ამისა, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიჭრნენ "თბილისი პრაიდის" ოფისში და სცადეს "სირცხვილიას" ოფისის დარბევა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, "დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში". პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. ასევე ნახეთ 15-ზე მეტი ჟურნალისტის ცემის საქმეზე არავინაა დაკავებული "თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობდა საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებდა, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. ...
წყარო

Nini

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Lusi22

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini varketili

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nia

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Irinka varketili

თბილისი
  • 3 დღის წინ

Annaa

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anjela

თბილისი
  • 1 თვის წინ

Salome

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 14 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 საათის წინ