ვიქტორ ორბანი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც მოხვდა "პრესის თავისუფლების მტრების" სიაში

ორგანიზაციამ "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" (RSF) უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი შეიყვანა "პრესის თავისუფლების მტრების" თავის ყოველწლიურ სიაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი მოხვდა ამ სიაში, რომელშიც, სხვებთან ერთად, ასევე შედიან ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი. ორგანიზაცია 5 ივლისს აცხადებს, რომ ორბანმა და მისმა პარტიამ, ფიდესმა, "უნგრეთის მედიასივრცე ნაბიჯ-ნაბიჯ მოაქციეს კონტროლის ქვეშ", 2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" ამბობს, რომ ორბანი მედიასაშუალებებს "მტაცებლური მეთოდებით" იღებს მიზანში, რაც მოიცავს "ყალბ პოლიტიკურ და სქემებს, დისკრედიტაციას და თვითცენზურას". ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2017 წლის ზაფხულიდან უნგრეთში რეგიონულ პრესას სრულად აკონტროლებენ ორბანთან ახლო კავშირების მქონე ბიზნესები. "პრესის თავისუფლების მტრების" სია მოიცავს სახელმწიფოების და მთავრობების 37 მეთაურს, რომლებიც თავაშვებულად ავიწროებენ მედიას. მათ შორის არიან ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, და შუა აზიის ქვეყნების ლიდერები - ტაჯიკეთის ემომალი რაჰმონი და თურქმენეთის გურბანგული ბერდიმუხამედოვი. ...
წყარო

Ani

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ani

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Nuki

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Milana

ბათუმი
  • 23 დღის წინ

თათო

ქუთაისი
  • 8 დღის წინ

Anano

თბილისი
  • 10 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nata

ქუთაისი
  • 11 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 12 საათის წინ

Samantha

თბილისი
  • 11 დღის წინ

Lizuka

თბილისი
  • 2 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 10 თვის წინ