საია მზადაა, დაიცვას დღეს ძალადობის შედეგად დაზარალებულების უფლებები

ახალგაზრდა იუსტისტთა ასოციაცია მზადაა, დაიცვას დღეს, 5 ივლისს ძალადობრივი მოვლენების დროს დაზარალებულთა უფლებები. ორგანიზაცია გმობს ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავრობის სხდომამდე გაკეთებულ განცხადებას, რამაც წაახალისა სიტუაციის დამატებით გამწვავება, აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასათანადო რეაგირებას, რამდენადაც ვერ უზრუნველყო პრევენციულად მუშაობა და პროცესების ეფექტიანი მართვა. შესაბამისად, საია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პროცესების მშვიდობიანად წარმართვა, ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთა, სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირება, ამასთანავე, სათანადოდ შეასრულოს კონსტიტუციით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები და დაიცვას აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, აგრეთვე მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება. საია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პროცესების ეფექტიანად მართვა და სათანადო რაოდენობის საპოლიციო ძალის მობილიზება, რამაც დამატებით შეუწყო ხელი პროცესების გამწვავებას. პრემიერ-მინისტრის პრაიდის საწინააღმდეგო განცხადება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდება თბილისი პრაიდის მიმართ, გადაეტანათ "ღირსების მარში" სხვა ადგილას, ორგანიზაციის შეფასებით, არის პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანა, რაც იწვევს ისედაც დაძაბული ფონის დამატებით გამძაფრებას, ასევე ახალისებს ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს და ფაქტობრივად კარტბლანშს აძლევს ძალადობას. "საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. კანონის მიხედვით, აკრძალულია ძალადობის პროპაგანდა და მოწოდებები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. კონსტიტუციის მე-17 მუხლით კი დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება და დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. აგრეთვე, ამავე მუხლის მეორე პუნქტით გარანტირებულია ყოველი ადამიანის უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საგულისხმოა, რომ ე.წ. „კონტრაქციის“ ორგანიზატორთა და მონაწილეთა როგორც განცხადებები, ასევე ქმედებები არის ძალადობრივი ხასიათის და საფრთხეს უქმნის მარშის მონაწილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აგრეთვე, ხელს უშლის მოქალაქეთა მიერ შეკრების თავისუფლების, ხოლო მედიის წარმომადგენელთა მიერ გამოხატვის თავისუფლების სათანადოდ რეალიზებას", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. საია სახელმწიფოს მოუწოდებს: - ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამა...
წყარო

Elene

თბილისი
  • 13 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 7 საათის წინ

Irinkaa

თბილისი
  • 15 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 15 თვის წინ

Knutiko

რუსთავი
  • 1 თვის წინ

Kristin

თბილისი
  • 8 დღის წინ
  • VIP

Lusi22

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nanuka

თბილისი
  • 3 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 1 თვის წინ

თათო

ქუთაისი
  • 1 თვის წინ