GDI: ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები უკიდურესად შემაშფოთებელია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ჟურნალისტებზე 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის ფაქტებს უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნებს და გამოხატავს მზადყოფნას გაუწიოს იურიდიული დახმარება მედიის წარმომადგენლებს და უზრუნველყოს მათი წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში/ სასამართლოში. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ დღევანდელი მოვლენები ცხადყოფს იმას, რომ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ აქვთ საკუთარი პროფესიული საქმიანობის რეალიზების პირობები, საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული უფლებრივი გარანტიების დაცვა, არ გამოუვლენია პოლიტიკური ნება საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად და, ამდენად, გაუმართლებლად შეზღუდა ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებები მათ შორის კი საფრთხის ქვეშ დააყენა ჟურნალისტთთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამ ყველაფერს კი ხელი მმართველი პარტიის პოლიტიკური ლიდერების განცხადებებმაც შეუწყო. "მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წინასწარ იყო ცნობილი ძალადობრივი ჯგუფების შეკრების თაობაზე: ა) მათ არ მოახდინეს შესაბამისი საპოლიციო რესურსის მობილიზება; ბ) არ მიუღიათ არანაირი ზომა ჰომოფობიური ჯგუფებიდან მომდინარე საფრთხის პრევენციისთვის; გ) ხოლო უშალოდ მიზანმიმართული ძალადობის ფაქტებს შსს-ს წარმომადგენელები უმოქმედობით ან დაგვიანებული და ფორმალური რეაგირებით პასუხობდნენ. დ) ნაცვლად მოძალადეების დაკავებისა, პოლიცია მოუწოდებდა ჟურნალისტებს განრიდებოდნენ ტერიტორიას, რაც აფერხებდა ჟურნალისტების მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებას. მედიის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბება და დემოკრატიული ღირებულებების რეალიზება. მედიის თავისუფლება მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას დაიცვას მედიის წარმომადგენლები საზოგადოების სხვა წევრების მიერ გამოვლენილი ძალადობისგან, უზრუნველყოს შესაბამისი პირობები ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად"- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 5 ივლისს დაშავებულებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს საიაც. დღეს აქციების გაშუქებისას დაშავდა მედიის 50-მდე წარმომადგენელი, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტები. ასევე ნახეთ დაშავებულია 50-მდე ჟურნალისტი „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი დილას, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა რომ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით "ღირსების მარში" ორგანიზატორებმა გააუქმეს, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა შსს-ს მიერ შეთავაზება...
წყარო

Anna

თბილისი
  • 13 დღის წინ

Aleksandra

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Likuska

თბილისი
  • 12 საათის წინ

Emma

თბილისი
  • 11 საათის წინ

Полина

თბილისი
  • 10 საათის წინ

Elene

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 19 საათის წინ

Diana

თბილისი
  • 17 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 26 დღის წინ