აქციაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი დააკავეს. განცხადებას შსს ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის, მთავარი არხის, გამოცემა – ტაბულას და საინფორმაციო სააგენტო „ნეუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები,”- აღნიშნულია განცხადებაში....
წყარო

Nia

თბილისი
  • 3 დღის წინ

Niniko

ბათუმი
  • 32 წუთის წინ

Mari transi

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

S a l i

თბილისი
  • 1 დღის წინ

ლიკა

თბილისი
  • 9 დღის წინ

Alina & alina

თბილისი
  • 1 საათის წინ

Niaa

თბილისი
  • 8 დღის წინ
  • 100%

Taso transi

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 5 საათის წინ

Anukaa

ბათუმი
  • 11 წუთის წინ
  • VIP

Ekako transi

თბილისი
  • 2 საათის წინ

Tiko

ქუთაისი
  • 4 დღის წინ