დევიდ კრამერი: ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს

„საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს [მომხდარს]. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს“, - აცხადებს დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. დღეს დილას, მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და თქვა რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა "ღირსების მარშის" ჩატარებას რუსთაველის მოედანზე. მისი განცხადების პარალელურად სიძულვილის ჯგუფები პრაიდის წინააღმდეგობის სახელით ძალადობრივ აქციას მართავდნენ, არბევდნენ კარვებს და აქტივისტების ოფისებში შესაჭრელად ემზადებოდნენ. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად „ჩვენ [შეერთებულ შტატებში] უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა“, - აცხადებს დევიდ კრამერი საქართველოში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას. თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელიც. „დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრება და დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება მათი საქმიანობის შესრულებისას. სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის“- წერს ის. три „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი დილას, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა რომ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით "ღირსების მარში" ორგანიზატორებმა გააუქმეს, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა შსს-ს მიერ შეთავაზება, შეეცვალათ მარშის ჩატარების ადგილი. ასევე ნახეთ გიორგი თაბაგარი: 5 ადგილზე ვიყავით, ყველგან მოგვაგნეს... ასაფეთქებელიც შემოაგდეს... დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი, სულ იძალადეს 55 ადამიანზე, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია. ასევე ნახეთ ოპოზიცია: ივანიშვილის ხელისუფლებამ დღეს მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც ქართული სახელმწიფოს მტერმა ...
წყარო

Transi renna

თბილისი
  • 15 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Eko

თბილისი
  • 1 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 16 თვის წინ

Anano

თბილისი
  • 10 დღის წინ
  • 100%

Stella❤️

ბათუმი
  • 7 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nuki

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Monika

თბილისი
  • 36 წუთის წინ

Monika

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • VIP

Salita

თბილისი
  • 15 საათის წინ