Amnesty International: საქართველოს ხელისუფლებამ ვერაფერი დაუპირისპირა ჰომოფობიურ ძალადობას

"საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ ვერ უზრუნველყო ლგბტ აქტივისტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. იმის მაგივრად, რომ გაეთვალისწინებინათ აქციის ძალადოვრივი ხასიათი და შესაძლო რისკები, გაეცათ სათანადო პასუხი სასტიკ თავდასხმებზე, მაღალჩინოსნებმა პრაიდის წევრებს მოუწოდეს უარი ეთქვათ თავიანთ გეგმებსე" - განაცხადა Amnesty International- ის დირექტორის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევმა, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა მხრიდან დღეს მომხდარ აგრესიაზე. ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული შეფასებებისა და მოწოდებების შემდეგ, ორგანიზაციისთვის არ არის გასაკვირი რატომ არ იყო პოლიცია საკმარისი რაოდენობით წარმოდგენილი და რატომ ჰქონდათ მათ რეაგირება მხოლოდ ძალადობაზე და არა ლგბტქ აქტივისტების უფლებების დაცვასა და მათი გეგმების განხორციელებაზე. "ამჯერად ხელისუფლება უნდა ეცადოს ყველაფერს იმისთვის, რომ გამოასწოროს არსებული სიტუაცია. მათ საჯაროდ უნდა დაგმონ განხორციელებული ძალადობა, რაც ნათლად გამოხატავს, რომ ასეთი ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია და მისი შეწყნარება არ მოხდება. დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დამნაშავეები და დაეკისროთ მათ პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩატარებულ სასამართლო პროცესზე." - განაცხადა დენის კრივოშეევმა. დღეს "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე განხორციელებულ ძალადობასა და კანონდარღვევას გამოეხმაურნენ სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, მათ მოუწოდეს ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ და კანონდარღვევის აღკვეთისკენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს დღეს მომხდარი ძალადობის ფაქტებში მონაწილე პირების დაკავების შესახებ. უწყების ცნობით, ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ ძალადობის ფაქტებში მონაწილე 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. არ კონკრეტდება, რომელ ინცინდენტებში მონაწილეობდნენ დაკავებული პირები. „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი დილას, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა რომ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით "ღირსების მარში" ორგანიზატორებმა გააუქმეს, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა შსს-ს მიერ შეთავაზება, შეეცვალათ მარშის ჩატარების ადგილი. ...
წყარო

Nini

თბილისი
  • 18 დღის წინ

Anamaria

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 8 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 2 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 6 წუთის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 50 წუთის წინ

Vika

თბილისი
  • 17 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 4 საათის წინ

молодая

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 1 დღის წინ