პირდაპირ დგება მთავრობის ხელმძღვანელის და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი

ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ჩაიწერა „ქართული ოცნების” მოღვაწეობის პერიოდში – გვიჩნდება ეჭვი, რომ იყო მითითება, პოლიციელებს არ მიეღოთ მონაწილეობა ამ დანაშაულების აღკვეთასა და პრევენციაში, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გუშინ, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა. მისი თქმით, პრემიერ- მინისტრისა და შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. „დილით ამას წინ უსწრებდა პრემიერ – მინისტრის განცხადება, რომელმაც წააქეზა ეს ძალადობრივი ჯგუფები, რომ ჩაედინათ ეს დანაშაულები, რაც ვნახეთ. აქედან გამომდინარე პირდაპირ ჩანს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. დღის განმავლობაში პოლიცია ფაქტობრივად აკვირდებოდა ამ ძალადობის ფაქტებს და არ იღებდა აქტიურ ზომებს, რომ ეს ამაზრზენი დევნა ჟურნალისტების მთელი ქალაქის მასშტაბით შეწყვეტილიყო და არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ გამვლელების, თუ თვალში არ მოუვიდოდათ და რომელიმე მათგანი არ იყო ისე ჩაცმული, როგორც მათ მოსწონთ, ისინი ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლები. პირდაპირ დგება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობის ხელმძღვანელის და შინაგან საქმეთა მინისტრის. გვიჩნდება ეჭვი, რომ იყო მითითება, ბრძანება მიცემული პოლიციელებზე, რომ არ ჩარეულიყვნენ, როცა ხედავდნენ, რომ ძალადობა ხდებოდა ჟურნალისტებზე, გამვლელებზე და ა.შ. შემდგომში რეაგირება რა თქმა უნდა მოხდა, დიდი დაგვიანებით. ჩანდა, რომ თითქოს იყო მითითება პოლიციელებზე, რომ მათ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ დანაშაულების აღკვეთაში და პრევენციაში“, – განაცხადა ჯაფარიძემ....
წყარო

Sali

თბილისი
  • 3 თვის წინ
  • 100%

Anukela

თბილისი
  • 12 საათის წინ

Nita

თბილისი
  • 1 თვის წინ

Niniko

თბილისი
  • 20 დღის წინ

Sali

ბათუმი
  • 20 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • VIP

Sofi

ქუთაისი
  • 9 საათის წინ
  • VIP+
  • 100%

Salo

თბილისი
  • 9 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 3 თვის წინ

Sofi varketili

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 3 თვის წინ

Leluka

თბილისი
  • 4 დღის წინ