ანრი ოხანაშვილი პოლიციას ჟურნალისტების და მოქალაქეების დაცვისთვის მადლობას უხდის

პარლამენტის უმრავლესობის წევრი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი პოლიციას 5 ივლისს მოქმედებისთვის მადლობას უხდის. ოხანაშვილის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. "იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან და არც ქართულ ტრადიციებთან. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს იმისთვის, რომ დაეცვათ თითოეული ჟურნალისტი, თუ თითოეული მოქალაქე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. გუშინ "ღირსების მარშის" გასაპროტესტებლად დილიდან თბილისის ქუჩებში სიძულვილის ჯგუფებმა დაიწყეს შეკრება. დაანონსებული "მშვიდობიანი პროტესტი" ძალადობრივ აქციად მალევე გადაიქცა. კონტრაქციის მონაწილეები სცემდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მაშინ, როცა სიძულვილის ჯგუფები ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, ამბობდა, რომ ვითარების მართვა რთული იყო "ობიექტური გარემოებების გამო" და მარშის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაზე საუბრობდა. "რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ 10 ათასი კაცი, თუ რამდენიც არის, ემართა?.. როდესაც ხედავ, რომ მომეტებული რისკები, პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედო და რაღაც ნაბიჯებისგან უნდა შეიკავო თავი, რაც არ გააკეთეს, სამწუხაროდ, პრაიდის ორგანიზატორებმა..." - ამბობდა კობახიძე. ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძის თქმით, "ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების გამო" ...
წყარო

ანუკი

თბილისი
  • 37 წუთის წინ

Matilda

თბილისი
  • 1 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • VIP

Nini

თბილისი
  • 9 წუთის წინ

Nanuka

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

ნატალი

თბილისი
  • 9 წუთის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Tiko

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 3 საათის წინ

Alina & alina

თბილისი
  • 1 საათის წინ