რადიო თავისუფლება გმობს 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას

რადიო თავისუფლება გმობს თავისი ქართული სამსახურის ჟურნალისტებსა და პრესის სხვა მრავალ წარმომადგენელზე თავდასხმებს, 5 ივლისს თბილისში, როდესაც ისინი "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებდნენ. განცხადებაში, რომელსაც რადიო თავისუფლების პრეზიდენტი, ჯეიმი ფლაი აქვეყნებს, ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საფუძვლიანად უნდა გამოიძიოს აღნიშნული თავდასხმები. „არანაირი გამართლება არ აქვს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას, განსაკუთრებით დემოკრატიულ ქვეყნებში, როდესაც ისინი უბრალოდ თავიანთ საქმეს ასრულებენ. მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ საფუძვლიანად გამოიძიოს ეს თავდასხმები და უზრუნველყოს სწრაფი სამართლიანობა ამ პირთათვის“, - აღნიშნულია რადიო თავისუფლების პრეზიდენტის, ჯეიმი ფლაის განცხადებაში. 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, შსს-ს თანახმად, 55 ადამიანზე იძალადეს. მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რადიო თავისუფლების წარმომადგენლებიც, თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე. ასევე ნახეთ დაშავებულია 50-მდე ჟურნალისტი 5 ივლისს მოძალადე, აგრესიული ჯგუფები „ღირსების მარშის“ კონტრაქციაზე დილიდანვე შეიკრიბნენ. მათ აშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ჩამოადგეს ევროკავშირის დროშა, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ცდილობდნენ „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრასაც. მთელი დღის განმავლობაში ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა. მოგვიანებით „ღირსების მარში“ ორგანიზატორებმა გააუქმეს. მათ კონტრაქციებსა და სიძულვილის ჯგუფების ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი უწოდეს. ასევე ნახეთ ძალადობა მართლმადიდებლობის სახელით - სად არის ხელისუფლება? ...
წყარო

Anii

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 1 თვის წინ

Mia

თბილისი
  • 3 საათის წინ

Dako

თბილისი
  • 12 თვის წინ

Gvanci

თბილისი
  • 17 წუთის წინ

Nati

თბილისი
  • 1 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 22 წუთის წინ

Vika

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Nucaa

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lilia

თბილისი
  • 5 დღის წინ
  • VIP

Misstress❗

თბილისი
  • 1 დღის წინ