გერმანია ამსუბუქებს ტურისტების მიღების შეზღუდვებს რუსეთიდან და რიგი სხვა ქვეყნებიდან

რუსეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, აგრეთვე ინდოეთი და ნეპალი, გერმანიის ხელისუფლების თვალსაზრისით, აღარ მიეკუთვნებიან იმ ქვეყნებს, სადაც კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი ფართოდაა გავრცელებული. ინფორმაციას ამის შესახებ DW აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, ეს ინფორმაცია რობერტ კოხის ინსტიტუტის ვებგვერდზე სამშაბათს, 6 ივლისს გამოქვეყნდა. ყველა ზემოხსენებული ქვეყანა ახლა ითვლება "SARS-CoV-2 მაღალი პრევალენტობის რეგიონებად". DW-ს ცნობით, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული მოგზაურებისთვის ადრე დაწესებული მრავალი შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. კერძოდ, გერმანიაში შესვლის უფლება აქვთ ყველა კატეგორიის მოგზაურებს და არა მხოლოდ გერმანიის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მფლობელებს. ამავე დროს, ისინი, ვინც სრულად არიან ვაქცინირებულნი ევროკავშირში რეგისტრირებული წამლებით და მათ, ვისაც აქვთ გადატანილი კორონავირუსის ინფექციის სერტიფიკატი, თავისუფლდებიან კარანტინში განთავსებისგან. დანარჩენებისთვის კარანტინის ვადა 10 დღეა, თუმცა იგი შეიძლება შემცირდეს 5 დღემდე, თუ ამ დროისათვის მოგზაური კორონავირუსის ინფექციაზე განმეორებითი ნეგატიური ტესტის შედეგს წარადგენს. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო 5 ივლისს იტყობინებოდა, რომ კორონავირუსული ინფექციების ყოველდღიური ზრდა ქვეყანაში 24,353 შემთხვევას შეადგენს, გარდაიცვალა 654. ასევე ნახეთ რუსეთში აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა იანვრის შემდეგ ...
წყარო

Dada

თბილისი
  • 18 წუთის წინ
  • VIP

Vika

თბილისი
  • 18 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 15 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 2 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 19 თვის წინ

Janna

თბილისი
  • 2 თვის წინ

Deko

თბილისი
  • 18 დღის წინ

Tekla

თბილისი
  • 4 საათის წინ

Salo varketili

თბილისი
  • 1 საათის წინ

Anka

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Lana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 4 თვის წინ