გერმანიამ 2400 ავღანელ თანამშრომელს და მათი ოჯახის წევრებს მისცა ვიზა

გერმანიამ ვიზები მისცა იმ 2400 ადგილობრივ ავღანელ თანამშრომელსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც ავღანეთში დისლოცირებულ გერმანულ ქვედანაყოფს დახმარებას უწევდნენ და ეძებენ დაცვას მას შემდეგ, რაც კოალიციური ძალების გასვლის შემდეგ დაჯგუფება თალიბანი კონტროლს ქვეყნის სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა, ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ გერმანია „ძალიან არის ვალდებული“, არ დატოვოს ღვთის ანაბარად ის ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც გერმანელ სამხედროებს საკუთარი რისკის ფასად ეხმარებოდნენ. გერმანელი ჯარისკაცების ბოლო ქვედანაყოფმა 29 ივნისს დატოვა ავღანეთი, სადაც აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციური ძალები 20 წლის განმავლობაში ასრულებდნენ სამხედრო მისიას. აშშ-ის შემდეგ, ავღანეთში გერმანიას სიდიდით მეორე ქვედანაყოფი ჰყავდა. ვიდრე გერმანელი ჯარისკაცები ავღანეთს დატოვებდნენ, ბერლინმა 446 ადგილობრივ თანამშრომელსა და მათი ოჯახების წევრებს, ჯამში 2250 ადამიანს, გაუფორმა სამგზავრო დოკუმენტები ავღანეთი უკვე დატოვა კოალციური ძალების ბევრმა ეროვნულმა, მათ შორის ქართულმა ქვედანაყოფმა. აშშ-ის არმიამ 2 ივლისს დაცალა ბაგრამის საჰაერო ბაზა - ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე, წარსულში საბჭოთა ობიექტი, რომელზეც აშშ-ის არმიამ კონტროლი დაამყარა რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც ავღანეთში შევიდა, 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების მერე. აშშ-ის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის პროცესი, თეთრი სახლის განცხადებით, აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს. ...
წყარო

Ekuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 5 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 2 საათის წინ

Dako

გორი
  • 20 დღის წინ

Ninia

ბათუმი
  • 3 დღის წინ

თათო

თბილისი
  • 26 დღის წინ
  • VIP

Kato

თბილისი
  • 14 წუთის წინ

Batumi transi

ბათუმი
  • 10 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Marishka

თბილისი
  • 26 დღის წინ

Sofiya

ბათუმი
  • 2 საათის წინ