რთული გზა განათლებისთვის, ოკუპაციის გავლით - გალელი აბიტურიენტების არჩევანი

აბიტურიენტების ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთიდან, უკვე მესამე წელია ვერ ახერხებს ზუგდიდში გადმოსვლას და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას. მართალია თავის დროზე პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ყველა მსურველისთვის, ვისაც ე.წ. ნებართვა აქვს, სოხუმის გადაწყვეტილებით მხოლოდ 5 ივლისს გაიხსნა, თუმცა ეს არსებითად არაფერს ცვლის, რადგან საგამოცდო პროცესი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1-ელი ივლისიდან მიმდინარეობს. ხიდი ახალგაზდებისთვის დროულად რომც გახსნილიყო, მეორე დამაბრკოლებელი გარემოება მათთვის, გალის სკოლების საატესტატო გამოცდები აღმოჩნდა, რომელიც ეროვნული გამოცდების პერიოდს დაემთხვა. აბიტურიენტი აფხაზეთიდან, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, ერთ-ერთია, რომელიც ეროვნული გამოცდების მიღმა დარჩა. ამბობს, რომ კონტროლი იმ გადასასვლელებზე, რომლითაც წინა წლებში სხვა აბიტურიენტებს უსარგებლიათ და მალულად გადასულან ზუგდიდში, დღეს აფხაზი და რუსი ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან მკაცრად კონტროლდება. ამიტომ, სურვილი რომც ჰქონოდა ადმინისტრაციული საზღვრის ჩუმად კვეთის, წელს ეს შესაძლებლობაც აღარ იყო: "ფიზიკურად ვერ მოვახერხებდი, თუნდაც მალულად გადასვლას და გადმოსვლას. გამოდის, თუ გადავიდოდი, მაშინ იმავე, ან მომდევნო დღეს უკან უნდა დავბრუნებულიყავი მორიგი საატესტატო გამოცდისთვის. მერე ზუგდიდში ისევ უნდა გადავსულიყავი. გადმოსვლა ვერც ჩემმა კლასელებმა შეძლეს". მაშინ, როცა ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირდა, ენგურის ხიდის გავლით ზუგდიდში მოხვედრის იმედი არც ჰქონია. ფიქრობდა, რომ საატესტატო გამოცდები ეროვნულს არ დაემთხვეოდა და როგორმე შეძლებდა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას. მართალია გალში საატესტატო გამოცდები დასრულდა, თუმცა უკვე გადმოსვლის აზრს ვეღარ ხედავს. რატომ სურს სწავლის თბილისში გაგრძელება და რატომ არ რჩება აფხაზეთში, აბიტურიენტის თქმით, აქ მეტი პერსპექტივა და განვითარების შესაძლებლობაა. არ უნდა ისწავლოს ისეთ უნივერსიტეტსა და ქალაქში, სადაც თავს დაცულად ვერ იგრძნობს ეთნიკური დისკრიმინაციის გამო: "ხარისხიანი განათლების მიღება ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულია. აქ ცხოვრების მანძილზე არ მქონდა საშუალება, სრულფასოვანი განათლება მიმეღო. ელემენტარული, სასკოლო, ან საკითხავი ლიტერატურის შეძენის შესაძლებლობა არ მქონია, რადგან არც ერთი ნორმალური წიგნის მაღაზია, ან ბიბლიოთეკა არ ყოფილა ჩემს ახლოს. ვგრძნობ, რომ ე.წ. ხელისუფლებს არ აინტერესებ და არ სჭირდება განათლებული მომავალი თაობა". გალელი აბიტურიენტი საერთაშორისო ურთიერთობებზე აბარებს. ჩამონათვალში შავი ზღვის უნივერსიტეტი თავშივე მიუთითა. ახლა კი არ იცის, ავტომატური ჩარიცხვის პირობებში სად გადაანაწილებენ. ამიტომაც ფიქრობს, ხელისუფლებას დე ფაქტო მთავრობასთან მეტი უნდა ემუშავა ენგურის ხიდის აბიტურიენტებ...
წყარო

Sofi

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • VIP

Наташа

თბილისი
  • 4 საათის წინ

Vasilisa

თბილისი
  • 4 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 1 დღის წინ

Luda

თბილისი
  • 4 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marishka

თბილისი
  • 26 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 2 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 18 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 1 დღის წინ