ომბუდსმენი: საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, რომ განსხვავებულის მიმართ ძალადობა არ არის საზოგადოების დაკვეთა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დღეს, პარლამენტთან მოქალაქეების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ აჩვენოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ განსხვავებულის დევნა და ნებისმიერი ნიშნით ძალადობა არ არის მისი დაკვეთა. "მინდა მეც გავავრცელო ინფორმაცია, რომ დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გაპროტესტება და გამიჯვნა გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან. ჩემი აზრით, ძალიან მნიშნელოვანი იქნება საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა!"- წერს ნინო ლომჯარია ფეისბუკის პირად გვერდზე. დღეს პარლამენტთან აქციას უერთდებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები. დაგეგმილია მედიის აქციაც მთავრობის კანცელარიასთან. ძალადობრივი ჯგუფები ფიქრობენ, რომ ეს აქცია "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი და გაუქმებული "ღირსების მარშის" ჩატარების მცდელობაა და კონტრაქციისთვის ემზადებიან. ასევე ნახეთ გუშინ დაკავებულ სიძულვილის ჯგუფის წევრს სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 52 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს როგორც ოფისების დარბევის, ასე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე. ამ დრომდე დაკავებულია ჯამში 11 პირი, რომელთაგან 8-ს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, 3-ს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას. ასევე ნახეთ ჟურნალისტები ჰყვებიან იმ პირებზე, რომლებიც შსს-მ მათზე ძალადობის ფაქტებზე დააკავა ასევე ნახეთ ძალადობა მართლმადიდებლობის სახელით - სად არის ხელისუფლება? ...
წყარო

Nuro masaji

თბილისი
  • 16 დღის წინ

Miranda

თბილისი
  • 47 წუთის წინ

Liziko transi batumi

ბათუმი
  • 14 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 15 თვის წინ

B a b i

თბილისი
  • 1 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 14 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 17 თვის წინ

Kristin

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Anukela

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 13 თვის წინ

Elena

ქუთაისი
  • 5 დღის წინ

Gvanci

თბილისი
  • 10 საათის წინ