მედიის სოლიდარობისთვის რეგიონებში აქციები გაიმართა

საქართველოს რამდენიმე რეგიონში მედიის წარმომადგენლების სოლიდარობის აქცია გაიმართა, 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების დროს ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მხარდასაჭერად. „არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება!“ - ამ ლოზუნგით, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მომუშავე მედიასაშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი შეიკრიბნენ. გორში სამხარეო პოლიციის დეპარტამენტთან ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მოძალადეების დასჯა მითხოვეს რათა მათი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იყოს. ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით თელავშიც გაიმართა აქცია. რეგიონული მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ დანაშაულში მონაწილე პირები უმკაცრესად დაისაჯონ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ამის იმედი არ აქვთ, რადგან „არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მოძალადე პირები ამ დრომდე არ არიან დასჯილები“. სოლიდარობის აქცია გაიმართა ბათუმშიც, ევროპის მოედანზე საზოგადოებრივო მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების ორგანიზებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობის ფაქტების სწრაფი გამოძიებისა და მოძალადეთა დასჯისკენ მოუწოდეს ზუგდიდში გამართულ აქციაზე. 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, შსს-ს თანახმად, 55 ადამიანზე იძალადეს. მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რადიო თავისუფლების წარმომადგენლებიც, თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე. ასევე ნახეთ რადიო თავისუფლება გმობს 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას 5 ივლისს მოძალადე, აგრესიული ჯგუფები „ღირსების მარშის“ კონტრაქციაზე დილიდანვე შეიკრიბნენ. მათ აშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ჩამოადგეს ევროკავშირის დროშა, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ცდილობდნენ „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრასაც. მთელი დღის განმავლობაში ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა. მოგვიანებით „ღირსების მარში“ ორგანიზატორებმა გააუქმეს. მათ კონტრაქციებსა და სიძულვილის ჯგუფების ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი უწოდეს. ...
წყარო

Irinkaa

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata❤

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 17 დღის წინ

Your mistress in a fantasy world

თბილისი
  • 2 თვის წინ

Alina

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 19 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nanuka

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 16 თვის წინ