სოციალური თანასწორობის ცენტრი "რიონის ხეობის მცველების" ძალადობრივ აქციაში მონაწილეობას მიუღებლად მიიჩნევს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) "რიონის ხეობის მცველების" ძალადობრივ აქციაში მონაწილეობას ეხმიანება, მიუღებლად მიიჩნევს და თვლის, რომ 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაში მათი ჩართულობის შემდეგ ორგანიზაციის "ალიანსის შენარჩუნება" ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობასთან შეუძლებელი გახდა. "რიონის ხეობის მცველების გუშინდელი გადაწყვეტილება, შეერთებოდნენ დეკლარირებულად ძალადობრივ აქციას, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც ბოლო დრომდე თავს ამ მოძრაობის ერთგულ მხარდამჭერად მიიჩნევდა და ყველა რესურსი გამოიყენა მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობა ბოლო წლებში ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიული თვითორგანიზების უნიკალური მცდელობა იყო, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის უთანასწორო და არაადამიანური ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ლოგიკას და წესრიგს სწორ სახელდებას აძლევდა. თუმცა, მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობის მოკავშირეებად დავრჩეთ. კონკრეტული სოციალური ჯგუფების, ამ შემთხვევაში ქვიარ ადამიანების გარიყვაზე, ჩაგვრაზე, არაღიარებაზე მიმართული მობილიზაცია შეუძლებელია გახდეს ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმეა და ის უმძიმეს იმედგაცრუებასთან და ემოციურ ტვირთთან არის დაკავშირებული", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. "რიონის ხეობის მცველების" ძალადობრივ აქციაში მონაწილეობას 5 ივლისს გამოეხმაურა მწვანე ალტერნატივა, რომელმაც თქვა, რომ წყვეტს მათთან კომუნიკაციას, 6 ივლისს კი - მწვანეები. ორივე ორგანიზაცია, ისევე როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ჩართული იყო ბოლო თვეების განმავლობაში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტში. ასევე ნახეთ მწვანეები: ჰესის წინააღმდეგ, ძალადობაზე თვალის დახუჭვით ბრძოლის არ გვჯერა ასევე ნახეთ მწვანე ალტერნატივა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობასთან კომუნიკაციას წყვეტს ასევე ნახეთ რას ნიშნავს “რიონის ხეობის მცველების” განცხადება პრაიდის წინააღმდეგ ...
წყარო

Janna

თბილისი
  • 6 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 1 საათის წინ

Sophy

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 12 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 21 საათის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lora

თბილისი
  • 13 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nina transi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 15 თვის წინ

Niniko

თბილისი
  • 4 დღის წინ