5 ივლისს ძალადობის გამო დაკავებულ ნიკოლოზ ვეშაგურს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილე ნიკოლოზ ვეშაგურს, რომელიც მრგვალ ბაღთან "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს. 5-დღიანი პატიმრობის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო, რომელმაც ნიკოლოზ ვეშაგური სამართალდამრღვევად ცნო. თავად დაკავებული სასამართლო სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ის ადგილზე სიტუაციის გასანეიტრალებლად და თანამოაზრეების დასამშვიდებლად იყო, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ და პატიმრობის ნაცვლად ჯარიმას ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების ფორმად. ასევე ნახეთ ჟურნალისტები ჰყვებიან იმ პირებზე, რომლებიც შსს-მ მათზე ძალადობის ფაქტებზე დააკავა 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 52 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს როგორც ოფისების დარბევის, ასე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე. ამ დრომდე დაკავებულია ჯამში 11 პირი, რომელთაგან 8-ს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, 3-ს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას. ასევე ნახეთ გუშინ დაკავებულ სიძულვილის ჯგუფის წევრს სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ...
წყარო

Nia

თბილისი
  • 4 საათის წინ

Gvanca

თბილისი
  • 2 საათის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 3 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 1 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 11 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 10 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 4 დღის წინ

Mariam

თბილისი
  • 5 დღის წინ
  • VIP
  • 100%

Ana

თბილისი
  • 3 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 8 საათის წინ