ვაჟა სირაძე: არსებობს პროპორციული ძალა, შესაბამისად ვმოქმედებდით [5 ივლისს]

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული შემადგენლობა მობილიზებული იყო გუშინ თბილისის ქუჩებში იმ ადგილებზე, სადაც ხდებოდა გარკვეული ინციდენტები. როგორც დღეს, ასევე გუშინ, შსს-ს ძალები მობილიზებული იყო. დღევანდელისგან განხვავებით, გუშინ გვქონდა არაერთი ლოკაცია, სადაც გვიწევდა საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა. მაქსიმალურად შევეცადეთ თითოეული ინციდენტი აღგვეკვეთა. დაწყებულია გამოძიება, თითოეულ ფაქტზე შსს მიიღებს უმკაცრეს ზომებს. არსებობს პროპორციული ძალა, რაც უნდა გამოიყენოს პოლიციამ, შესაბამისად ვმოქმედებდით", - ასე პასუხობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე მედიის კითხვას, რატომ ვერ უზრუნველყო პოლიციამ ჟურნალისტების დაცვა სიძულვილის ჯგუფებისგან 5 ივლისს. 5 ივლისისგან განსხვავებით, დღეს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები აკავებენ მოძალადეებს და ცდილობენ მედია დაიცვან სიძულვილის ჯგუფების მხრიდან მომდინარე აგრესიისგან. ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან თავდასხმა განხორციელდა "პალიტრა ნიუსის" ოპერატორზე, დაკავებულია 3 პირი. ტერიტორიას გაარიდეს გურამ ფალავანდიშვილიც. ასევე ნახეთ „თბილისი პრაიდი“ უერთდება რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ  მდუმარე აქციას 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 52 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს როგორც ოფისების დარბევის, ასე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე. ამ დრომდე დაკავებულია ჯამში 11 პირი, რომელთაგან 8-ს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, 3-ს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას. ...
წყარო

Nica

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anka❤maria

თბილისი
  • 17 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 20 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 დღის წინ
  • 100%

Stella❤️

ბათუმი
  • 6 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 16 დღის წინ
  • VIP

ნინი

თბილისი
  • 59 წუთის წინ
  • VIP+

mari mari

თბილისი
  • 14 დღის წინ
  • VIP

Taso88

თბილისი
  • 4 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 1 თვის წინ