პიტერ სტანო: აქტივისტებზე, უმცირესობებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო 5 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, უმცირესობათა წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმა მიუღებელია: „ადამიანის მიერ გამოხატვის და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა და დაცვა ნებისმიერი მთავრობის ამოცანაა დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთში, რომელიც ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირებისთვის იღწვის. სამართალდამცავი ორგანოები პასუხისმგებელნი არიან ამ უფლებებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის. ძალადობის აქტები სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული“. პიტერ სტანოს განცხადებითვე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა გადის თანასწორობის პრინციპის დაცვაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით არის განმტკიცებული: „საქართველომ უნდა გააძლიეროს ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით და უკეთ დაიცვას LGBTIQ ჯგუფების უფლებები. ეს პრინციპები ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში“. 6 ივლისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაიმართა დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხებზე, სადაც მიმდინარე მოვლენები და LGBTIQ ჯგუფების უფლებების საკითხები იქნა განხილული. ...
წყარო

Nuca

თბილისი
  • 3 თვის წინ

Ekuna varketili

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 15 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 2 საათის წინ

наталья

თბილისი
  • 12 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 13 თვის წინ

Likuna

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Taso88

თბილისი
  • 8 საათის წინ

Ancho varketili

თბილისი
  • 4 საათის წინ

Tekla

თბილისი
  • 2 საათის წინ

Maka

თბილისი
  • 14 დღის წინ