პარლამენტთან აქცია იმართება - არის ჯებირის გარღვევის მცდელობა

თბილისში, პარლამენტის წინ მოქალაქეები მდუმარე აქციას მართავენ, რომელშიც ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის "თბილისი პრაიდის" წევრები მონაწილეობენ. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 5 ივლისს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარში" სიძულვილის ჯგუფების კონტრაქციის გამო გაუქმდა და ძალადობრივი ფაქტების შედეგად 55 ადამიანი, მათ შორის 52 ჟურნალისტი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების დიდი რაოდენობა, აღმართულია რკინის ჯებირები და პოლიციის ცოცხალი კორდონი, რომელიც მდუმარე აქციას და "სიძულვილის ჯგუფების" წევრებს ერთმანეთისგან ყოფს. რამდენიმე წუთის წინ ადგილი ჰქონდა აქციაზე ჯებირების გარღვევის მცდელობას. ამ დროისათვის ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთთან არიან გამაგრებულები, მდუმარე აქცია პარლამენტის წინ. რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ დააკავა და ადგილიდან განარიდა რამდენიმე პირი - რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-ში დაკავებულთა რაოდენობის დაზუსტებას. три 5 ივლისს მოძალადე, აგრესიული ჯგუფები „ღირსების მარშის“ კონტრაქციაზე დილიდანვე შეიკრიბნენ. მათ აშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ჩამოადგეს ევროკავშირის დროშა, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ცდილობდნენ „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრასაც. მთელი დღის განმავლობაში ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა. მოგვიანებით „ღირსების მარში“ ორგანიზატორებმა გააუქმეს. მათ კონტრაქციებსა და სიძულვილის ჯგუფების ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი უწოდეს. რუსთაველის გამზირზე, გუშინ აგრესიული ჯგუფები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც 53 ჟურნალისტი დაშავდა. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 13 თვის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 7 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 7 საათის წინ

Рита-Украина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 2 დღის წინ

მაგდა

თბილისი
  • 8 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 9 თვის წინ

Taso

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ancho

თბილისი
  • 9 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 17 საათის წინ

Mari

თბილისი
  • 2 დღის წინ