ხათუნა სამნიძე: დღეს კიდევ ერთხელ დავიბარეთ შს მინისტრი პარლამენტში

"ფაქტია, რომ ეს [სიძულვილის ქუჩების ძალადობრივი აქცია თბილისში 5 ივლისს] ორგანიზებული იყო ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოსთან ერთად და ამიტომაც არ მოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში, როცა დავიბარეთ იმის საკითხავად, რას აპირებდა "თბილისი პრაიდის" დასაცავად. მას პარლამენტში მოსვლისგან თავის არიდებაში ხელი შეუწყო პირდაპირ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემაც, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. ვახტანგ გომელაური ვალდებულია მოვიდეს ნებისმიერ ახალჩანიშნულ კომიტეტზე, მაგრამ ვინაიდან ასე არ იქცევა, დღეს კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ მისი მოსვლა პარლამენტში" - უთხრა რადიო თავისუფლებას პარლამენტის წევრმა, ხათუნა სამნიძემ, რომელიც თვლის, რომ ისეთი მოვლენების შემდეგ, რაც 5 ივლისს მოხდა თბილისში, პრემიერ-მინისტრიც და შინაგან საქმეთა მინისტრმაც თანამდებობა უნდა დატოვონ. ასევე ნახეთ დევიდ კრამერი: ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 52 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს როგორც ოფისების დარბევის, ასე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე. ამ დრომდე დაკავებულია ჯამში 11 პირი, რომელთაგან 8-ს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, 3-ს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას. ასევე ნახეთ რადიო თავისუფლება გმობს 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას 5 ივლისისგან განსხვავებით, დღეს რუსთაველის გამზირზე, სადაც 8 საათზე დაიწყო საპროტესტო აქცია ოპოზიციური პარტიების და "თბილისის პრაიდის" მონაწილეობით, სამართალდამცველები აკავებენ მოძალადეებს და ცდილობენ მედია დაიცვან სიძულვილის ჯგუფების მხრიდან მომდინარე აგრესიისგან. ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან თავდასხმა განხორციელდა "პალიტრა ნიუსის" ოპერატორზე, დაკავებულია რამდენიმე პირი. ტერიტორიას გაარიდეს გურამ ფალავანდიშვილიც. ...
წყარო
  • 100%

Taso transi

თბილისი
  • 3 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 საათის წინ

Anii

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nica

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Kato cat

თბილისი
  • 1 თვის წინ

N i a

თბილისი
  • 12 საათის წინ

Darina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 14 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 1 დღის წინ

Niniko

თბილისი
  • 15 დღის წინ