ყირიმის სასამართლომ ექვსი თვით გაუგრძელა პატიმრობა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს

რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ყირიმის სასამართლომ ექვსი თვით გაუგრძელა პატიმრობა რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელს. სიმფეროპოლის სასამართლომ 6 ივნისს დაადგინა, რომ ვლადისლავ იესიპენკო, რომელიც მარტიდან მოყოლებული წინასწარ დაკავებაში იმყოფება, საპყრობილეში დარჩება შემდეგი ნახევარი წლის განმავლობაში. იესიპენკო, რომელსაც რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ფსბ-მ დააკავა. ის რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის რეგიონული პროექტის, krym.realii-ს შტატგარეშე თანამშრომელია. ჟურნალისტი უკრაინის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ინფორმაციის შეგროვებაშია ეჭვმიტანილი. ფსბ აცხადებს, რომ იესიპენკოს დაკავებისას მის მანქანაში აღმოჩნდა საგანი, რომელიც „ასაფეთქებელ მოწყობილობას ჰგავდა“ და მოგვიანებით მას „ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების“ ბრალდება წაუყენეს. იესიპენკო აპრილში დახურულ კარს მიღმა წარდგა სასამართლოს წინაშე და, როგორც მისი ადვოკატი იტყობინება, განაცხადა, რომ მას ელექტროშოკით აწამებდნენ, სცემდნენ და სიკვდილით ემუქრებოდნენ, თუკი არ „აღიარებდა“ უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობას. ადამიანის უფლებების დამცველები და ჟურნალისტები, რომლებიც 6 ივნისს კიევში, მაიდანზე შეიკრიბნენ იესიპენკოსთვის სოლიდარობის გამოსახატავად, მისი გათავისუფლების მოწოდებებით გამოვიდნენ. მსგავსი დემონსტრაციები იგეგმება ქალაქ ვინიცაში. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 3 საათის წინ

Mari

თბილისი
  • 8 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Ana

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 17 საათის წინ

Linda

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatia+ვირტიც

თბილისი
  • 2 საათის წინ
  • VIP

Alina & alina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 წუთის წინ
  • 100%

Tika

თბილისი
  • 14 დღის წინ

Tamo-vip

თბილისი
  • 11 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 1 დღის წინ