რუსთაველზე აქცია დასრულდა, აქციის მონაწილეები უარს ამბობენ ტერიტორიის სამარშუტო ტაქსებით დატოვებაზე

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქცია დასრულებულია, ამ დრომდე ბუნდოვანია როგორ დატოვებენ ტერიტორიას უსაფრთხოდ აქციის მონაწილეები იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე რჩებიან მოძალადე ჯგუფები. ისინი მდუმარე აქციის მიმართულებით ისვრიან ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, კვერცხებს, ცდილობენ კორდონის გარღვევას და იმუქრებიან ძალადობით. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე მედიასთან ამბობს, რომ აქვს როგორც აქციის, ისევე კონტრაქციის მონაწილეებთან კომუნიკაცია და პოლიცია მუშაობს აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე. სირაძემ აქციიც მონაწილეებს შესთავაზა ტერიტორიის დატოვება სამარშუტო ტაქსებით, თუმცა თბილისი პრაიდის ორგანიზატორები, ასევე "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამ შეთავაზებაზე უარს ამბობენ და მიუღებლად მიიჩნევენ. „პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე სიტუაცია დაარეგულიროს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ორი აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. შესაბამისად, ჩვენ ორივე მხარესთან საუბარი გვქონდა. აქცია დასრულებულია. პირველ რიგში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას“, - უთხრა მედიას ვაჟა სირაძემ. "შეთანხმება არის ის, რომ მშვიდობიანად დავტოვოთ ტერიტორია, არავინ აპირებს სამარშუტო ტაქსებით წავიდეს აქედან" - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. ასევე ნახეთ ძალადობრივი ჯგუფები კორდონებს არღვევენ, აქციაზე ისმის აფეთქების ხმები ასევე ნახეთ პარლამენტთან აქციაზე ცისარტყელას ფერებში დროშა გაშალეს და ჰიმნი იმღერეს 6 ივლისის აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 5 ივლისს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარში" სიძულვილის ჯგუფების კონტრაქციის გამო გაუქმდა და ძალადობრივი ფაქტების შედეგად 55 ადამიანი, მათ შორის 52 ჟურნალისტი დაშავდა. ასევე ნახეთ საპატრიარქო აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს: ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი ...
წყარო

Miranda

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 18 თვის წინ

Sofi

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lara

თბილისი
  • 14 დღის წინ
  • VIP

Tusi29

თბილისი
  • 14 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 2 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 14 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 5 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 თვის წინ

ზიზი

თბილისი
  • 18 წუთის წინ

Nanka

ქუთაისი
  • 2 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 1 თვის წინ