საპატრიარქო აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს: ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი

საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მდუმარე აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს მიმართავს და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. "ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბულობიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს - დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია. დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. სასულიერო პირები აქტიურად მონაწილეობდნენ 5 ივლისს რუსთაველზე "თბილისი პრაიდის" საწინააღდმეგო აქციაზე, რომლის გაშუქების დროსაც 55 ადამიანი, მათ შორის 52 ჟურნალისტი დაშავდა. დღის ბოლოს საპატრიარქომ თქვა, რომ "ლოცულობდა ჟურნალისტებისთვის." დღეს დღის 8 საათზე პარლამენტთან მდუმარე აქცია სწორედ გუშინდელი მოვლენების მიმართ პროტესტის ნიშნად დაიგეგმა. ოპოზიციის, აქტივისტებისა და მოქალაქეების მდუმარე აქციის პარალელურად კონტრაქციას მართავენ ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჯებირების გარღვევას, ისვრიან ქვებს, კვერცხებს და ბოთლებს. ასევე ნახეთ ძალადობრივი ჯგუფები კორდონებს არღვევენ, აქციაზე ისმის აფეთქების ხმები ასევე ნახეთ პარლამენტთან აქციაზე ცისარტყელას ფერებში დროშა გაშალეს და ჰიმნი იმღერეს ...
წყარო

Maka

თბილისი
  • 9 საათის წინ

Anita

თბილისი
  • 8 საათის წინ
  • VIP

Natali

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 15 საათის წინ

Alina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Nini varketili

თბილისი
  • 1 თვის წინ

Knutiko

რუსთავი
  • 1 თვის წინ

Samira

თბილისი
  • 3 თვის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 11 საათის წინ

Ekyna

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 14 თვის წინ