ტვ პირველთან მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია

ტვ პირველის შენობასთან საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მობილიზებული - ტელეკომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალადობრივი ჯგუფები ტელევიზიაზე თავდასხმას აპირებენ. ტელეკომპანიის ცნობით, პოლიცია აკონტროლებს ზოვრეთის ქუჩაზე ტელევიზიის შენობას და მის შემოგარენს ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ძალადობრივ ჯგუფებს საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ ტელევიზიაზე თავდასხმას აპირებდნენ, არ გაუკეთებიათ. ტელეკომპანიის დირექტორი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ მას არ აქვს იმედი სახელმწიფოსგან, რომ საფრთხის შემთხვევაში მათ უსაფრთხოებას დაიცავს სათანადოდ, თუმცა თავად ტელევიზიის თანამშრომლები და მენეჯმენტი დაიცავს ტელევიზიას. ის ამბობს, რომ გასული ორი დღის განმავლობაში მედიაზე თავდასხმა ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ხელისუფლებისგან არის წახალისებული და მედიის დაშინებას ისახავს მიზნად. три 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 52 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს როგორც ოფისების დარბევის, ასე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე. ამ დრომდე დაკავებულია ჯამში 11 პირი, რომელთაგან 8-ს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, 3-ს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას. 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები და სახელმწიფოს არაეფექტური მუშაობა 6 ივლისს მდუმარე აქციით გააპროტესტეს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ. სიძულვილის ჯგუფებმა კვლავ გამართეს კონტრაქცია, იძალადეს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებზე. სამართალდამცველებმა მედია და აქციის მონაწილეები "უსაფრთხო დერეფნებით" გაიყვანა ტერიტორიიდან აქციის დასასრულს, რუსთაველის გამზირი კი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს. მათ დღეს მეორედ ჩამოხსნეს პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა. ...
წყარო

Teona

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Dominanti

თბილისი
  • 4 თვის წინ

Dada

თბილისი
  • 57 წუთის წინ

Mako varketili❤

თბილისი
  • 1 საათის წინ

Liza

ქუთაისი
  • 8 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 4 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 18 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 17 თვის წინ

Tekla

თბილისი
  • 4 საათის წინ
  • VIP

Nuca

ქუთაისი
  • 6 დღის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 8 წუთის წინ

Taso

თბილისი
  • 2 თვის წინ