ადამ კინზინგერი: ვაკვირდები თბილისში ძალადობას

შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ილინოისის შტატიდან, ადამ კინზინგერი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს გამოიკვლიოს, ვინ დგას ლბგტ+ თემზე ძალადობის უკან. "ვაკვირდები ძალადობას თბილისში და მხარს ვუჭერ ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადაწყვეტილი მაქვს, გამოვარკვიო ვინ იდგა ლგბტ+ თემზე ძალადობის უკან. ამერიკას სჯერა თავისუფლების" - წერს კინზინგერი Twitter-ზე. три 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 52 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს როგორც ოფისების დარბევის, ასე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე. ამ დრომდე დაკავებულია ჯამში 11 პირი, რომელთაგან 8-ს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, 3-ს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას. 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები და სახელმწიფოს არაეფექტური მუშაობა 6 ივლისს მდუმარე აქციით გააპროტესტეს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ. სიძულვილის ჯგუფებმა კვლავ გამართეს კონტრაქცია, იძალადეს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებზე. სამართალდამცველებმა მედია და აქციის მონაწილეები "უსაფრთხო დერეფნებით" გაიყვანა ტერიტორიიდან აქციის დასასრულს, რუსთაველის გამზირი კი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს. მათ დღეს მეორედ ჩამოხსნეს პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა. ...
წყარო

Maria

თბილისი
  • 10 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 9 დღის წინ

Vika

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Tamta

თბილისი
  • 1 საათის წინ

Mia

თბილისი
  • 6 საათის წინ

N.a.t.i

თბილისი
  • 20 საათის წინ

Ela

თბილისი
  • 12 საათის წინ

Lara

თბილისი
  • 3 საათის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 1 საათის წინ

Tatia

თბილისი
  • 6 საათის წინ

ლიკა

თბილისი
  • 12 დღის წინ
  • VIP

Salo

თბილისი
  • 6 საათის წინ