პოლიციამ რუსთაველიდან ჟურნალისტები და აქტივისტები გაიყვანა, პარლამენტთან ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი რუსთაველზე დარჩენილ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს მათთან კოორდინაციაში იყვნენ იმის გათვალისწინებით, რომ აპირებენ "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და აქციების მონაწილეთა შორის დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილი მოქალაქეების ეტაპობრივად უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანას." მედიის წარმომადგენლები ამ დროისთვის ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან შეკრებილები, რუსთაველის გამზირზე კი რჩებიან ძალადობრივი ჯგუფები, რომლებმაც რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა. ეს დროშა 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის დროსაც ჩამოხსნეს. რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა სპეცრაზმიც, რომელიც ჯერჯერობით არ არის ჩართული ძალადობრივი ჯგუფების ადგილიდან გასაყვანად - მათ აკავებს პოლიცია. თავის მხრივ სიძულვილის ჯგუფები ძალადობენ პოლიციაზე. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ჯებირების გარღვევას, ისროდნენ ქვებს, ბოთლებს, კვერცხებს როგორც სამართალდამცველების, ასევე აქციის მონაწილეების მიმართულებით. ამ დრომდე არ არის დაზუსტებული ინფორმაცია დაკავებულების და დაშავებულების შესახებ. ასევე ნახეთ ძალადობრივმა ჯგუფებმა კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა ასევე ნახეთ პარლამენტთან აქციაზე ცისარტყელას ფერებში დროშა გაშალეს და ჰიმნი იმღერეს ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 9 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 10 დღის წინ
  • VIP

Elene

თბილისი
  • 17 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • VIP

ანუკი

თბილისი
  • 11 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 15 საათის წინ

Нора

თბილისი
  • 1 დღის წინ

Алина

თბილისი
  • 11 საათის წინ
  • 100%

Stella❤️

ბათუმი
  • 3 დღის წინ

Maiko

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Monika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Лола

ბათუმი
  • 1 საათის წინ