საქართველოს ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ კონსტიტუციური უფლებების დაცვა, დასაჯონ მოძალადეები - სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ გმობს საქართველოში 5 ივლისს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე, ჟურნალისტებზე მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე საქართველოზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ: „საქართველოს ლიდერები, მისი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან დაიცვან გამოხატვისა და შეკრების კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებები და მისცენ ძალადობის ჩამდენი პირები პასუხისგებაში. ქართველებს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ხალხებს, აქვთ თავიანთი შეხედულების გამოხატვის უფლება, მაშინაც კი, როდესაც ეს, კონკრეტულ კონტექსტში, შესაძლოა არაპოპულარულად ან საკამათოდ ჩაითვალოს და ჩვენ შევახსენებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და ინსტიტუტებს მათ პასუხისმგებლობას, დაიცვან ყველა, ვინც იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებებს, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც გამოხატავენ პრესის თავისუფლებას და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“ ნედ პრაისმა, ჯერ კიდევ 5 ივლისს გამოაქვეყნა მსგავსი შინაარსის განცხადება ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში კი ხელი მოაწერა დიპლომატიური მისიების ერთობლივ განცხადებას, სადაც ასევე დაიგმო 5 ივლისს განვითარებული მოვლენები, როდესაც „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ძალდობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძალადობრივი თავდასხმების შედეგად დაშავდა 55 ადამიანზე მეტი, რომელთაგან 53 ჟურნალისტია. ...
წყარო

B a b i

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ilona varketili

თბილისი
  • 14 საათის წინ

Teona

ქუთაისი
  • 7 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 2 თვის წინ

Sali

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 14 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 2 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 20 საათის წინ

ნუკი

ქუთაისი
  • 2 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 3 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 6 თვის წინ