ევროკავშირი მწვავედ აკრიტიკებს უნგრეთის კანონს, რომელიც "ლგბტ თემის წინააღმდეგაა მიმართული"

სადავო კანონი, რომელიც კრძალავს მასალებს, რომლებიც შეიძლება განხილულ იქნეს ჰომოსექსულობის ან სქესის შეცვლის პროპაგანდად არასრულწლოვნებს შორის, ძალაში შედის უნგრეთში 8 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბევრმა წევრმა სახელმწიფომ და LGBTQI+ უფლებების დამცველმა ჯგუფებმა დაგმეს ის. გასულ თვეში უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალობის და სქესის შეცვლის „ჩვენებას და პროპაგანდას“ ტელეშოუებში, ფილმებსა და ბავშვთა სექსუალური აღზრდის სასკოლო პროგრამებში. კანონის მიმართ კრიტიკულები მას მიიჩნევენ LGBTQI+ თემის უფლებებზე თავდასხმად და აცხადებენ, რომ ხდება სექსუალური უმცირესობების სტიგმატიზება და ითრგუნება სექსუალური ორიენტაციის გარშემო მსჯელობა. ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა, რომ „განზე ვერ დავდგებით, როცა მთელი რეგიონები აცხადებენ თავს LGBTQ+-ისგან თავისუფალ ზონებად. ევროპა არასოდეს დაუშვებს, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი სტიგმატიზებულ იქნეს“, დაწერა მან ტვიტერით და დასძინა, რომ როცა გამოვდივართ ჩვენი საზოგადოების ნაწილის თავისუფლებისთვის, გამოვდივართ მთელი საზოგადოების უფლებების დასაცავად. ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც უნგრეთის საკითხი განიხილება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთმა, შარლ მიშელმა განაცხადა: „LGBTQI+ უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი პრობლემა. ის არის იმის კონკრეტული მაგალითი, თუ რა დამოუკიდებულება აქვს საზოგადოებას მრავალფეროვნებასთან და რა დამოკიდებულება აქვს მას ადამიანის ღირსებასთან. ის ეხება ჩვენს ყველაზე ინტიმურ ფიქრებსა და რწმენას: ჩვენს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ევროპის კავშირში ჩვენ ვახდენთ არა დისკრიმინაციას, არამედ ინტეგრაციას“. три ევროკავშირის სამიტზე, რომელიც გასულ თვეში გაიმართა, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებმა შეუტიეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს. 27 წევრიდან 17-მა ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც დაგმობილია სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია და აღნიშნულია, რომ ეს ევროპული პროექტის ბირთვია. გავრცელებული ცნობებით, მხოლოდ პოლონეთმა და სლოვენიამ დაუჭირეს მხარი ორბანს ამ კანონის თაობაზე. ორბანი ამტკიცებს, რომ კანონი არ არის ჰომოსექსულობის წინააღმდეგ, მისი მემარჯვენე მთავრობა, რომელსაც არჩევნები მოელის გაისად, აცხადებს, რომ კანონი აუცილებელია სექსუალური აღზრდის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვები 18 წლის ასაკამდე მშობლების პრეროგატივას წარმოადგენენ. ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 15 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 15 დღის წინ
  • VIP

Mako varketili

თბილისი
  • 1 საათის წინ

Kristina

თბილისი
  • 11 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 7 საათის წინ

Ela

თბილისი
  • 8 საათის წინ

Naniko

თბილისი
  • 8 საათის წინ
  • VIP

Sofo

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nini

ბათუმი
  • 16 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 14 დღის წინ

Maiko

ბათუმი
  • 35 წუთის წინ