შსს აცხადებს, რომ პრაიდის მხოლოდ 1 და 3 ივლისის ღონისძიების უსაფრთხოებაზე აიღეს პასუხისმგებლობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებიდან მხოლოდ პირველი და 3 ივლისის ღონისძიების უსაფრთხოებაზე აიღეს პასუხისმგებლობა. სამინისტროს პოზიცია მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გააჟღერა. "ორ ღონისძიებაზე, 1 და 3 ივლისის ღონისძიებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებდა სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაცული იქნებოდა შეკრებისა და შეკრების მონაწილეთა უფლებები, რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას, ჩვენი მხრიდან ცალსახად იყო გაცხადებული, რომ ღონისძიების მასშტაბების, მონაწილე პირთა რაოდენობის და იმ ფორმატის გათვალისწინებით, რა ფორმატითაც იყო შემოთავაზებული ეს ღონისძიება, რთული იქნებოდა უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა..." - თქვა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. ის აცხადებს, რომ 5 ივლისს უწყებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა სხვა ჯგუფების შეკრება. "5 ივლისს პრაიდის ორგანიზატორებისგან ველოდებოდით ინფორმაციას ლოკაციაზე, თუ საიდან დაიწყებოდა ღონისძიება, შესაბამისად, 3200-მდე პოლიციელი გვყავდა ქალაქის მასშტაბით მობილიზებული. ისინი გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა ტერიტორიაზე, სადაც შეკრებილები იყვნენ კონტრაქციის მონაწილეები... დამატებით გამოყვანილნი იყვნენ სპეციალური დანიშნულების ძალები, რომლებიც სარეზერვო ძალები იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში მოახდენდნენ რეაგირებას..." - დასძინა მან. მასალა განახლდება ...
წყარო

Marta

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 19 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 19 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 19 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Tusi29

თბილისი
  • 2 თვის წინ