ირანი მასპინძლობს მოლაპარაკებას ავღანეთსა და თალიბანს შორის სასტიკი ბრძოლების ფონზე

ირანმა განაცხადა, რომ მასპინძლობს მოლაპარაკებას ავღანეთის დელეგაციასა და თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის. 7 ივლისის მოლაპარაკება მიმდინარეობს თალიბების წინსვლის ფონზე ქვეყნის ჩრდილოეთში. ამ დროს აშშ-ის ჯარი ომით განადგურებულ ქვეყანას ტოვებს. თეირანში მოლაპარაკების დაწყებისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი მიესალმა აშშ-ის ჯარის გასვლას მეზობელი ქვეყნიდან და თქვა, რომ „დღეს ავღანეთის ხალხმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მიიღონ რთული გადაწყვეტილება ქვეყნის მომავლის შესახებ“. ზარიფმა დასძინა, რომ მოლაპარაკება და პოლიტიკური მოგვარების ერთგულება საუკეთესო გზაა ავღანეთის ლიდერებისა და პოლიტიკოსებისთვის და მათ თეირანის დახმარებას დაჰპირდა. მაღალი რანგის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს შერ მოჰამად აბას სტანექზაი, თალიბანის დოჰის ოფისის წევრი, თეირანს სტუმრობს ირანის ოფიციალური მოპატიჟების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობის გარშემო მოსალაპარაკებლად, განაცხადა თალიბანის ყატარის პოლიტიკური ოფისის წარმომადგენელმა, მოჰამად ნაიიიმ უარდაქმა, იტყობინება Afghan Islamic Press-ი (AIP). თალიბანის დელეგაცია ასევე შეხვდება ირანში მცხოვრებ ავღანელებს, ისინი გაცვლიან პოზიციებს დღევანდელი ვითარების და პრობლემების მოლაპარაკებით მოგვარების გარშემო, იტყობინება AIP-ი. თალიბანის წარმატება შეშფოთებას იწვევს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, ირანში, სადაც სამი მილიონი ავღანელი დევნილი ცხოვრობს. უფრო ადრე, ზარიფმა გაფრთხილება გამოთქვა ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შექმნის საშიშროებასა და იმაზე, რომ თალიბანი შეეცდებოდა მის შევსებას. ...
წყარო

ვერონიკა

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 12 თვის წინ

ანუკი

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 16 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 15 თვის წინ

Sofi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sofi

თბილისი
  • 16 საათის წინ

Niniko

თბილისი
  • 7 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 1 თვის წინ

Qetiii

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Teona

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 3 დღის წინ