აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გალელებს საქართველოს კლინიკებში აცრას სთავაზობს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დაადასტურა, რომ 5 ივლისიდან მოქმედებს ენგურის ხიდის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი. შესაბამისად, გალელებს ვაქცინაცია შეეძლებათ არა მხოლოდ საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, არამედ მათ სურვილის შესაბამისად, წერს "აფსნიპრესი". აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის თანახმად, ე.წ. საზღვარზე მოწყობილია სამედიცინო პუნქტი, სადაც გადაადგილებულებს აღრიცხავენ. „რეჟიმი შემსუბუქებულია, რათა ხალხმა ვაქცინაცია შეძლოს, უკან დაბრუნებულებმა აუცილებლად უნდა შეიარონ სამედიცინო პუნქტში ვაქცინირებულთა ასაღრიცხად, ასე ყველანი ერთად შევებრძოლებით ამ ინფექციას“, - განაცხადა დე ფაქტო რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ. გალის რაიონის მთავარი ექიმის ასტამურ გამგიას თქმით, ენგურის ხიდის გადაკვეთის მსურველთათვის გარკვეული მოთხოვნებია. „იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19 ძალებს იკრებს, ჩვენ გავხსენით სამედიცინო პუნქტი „ენგური“, კონტინგენტის შესასწალად, რათა შეგვეძლოს სტატისტიკის წარმოება. იმ მოქალაქეებისთვის, ვინც საზღვარს გადაკეთს, იქნება გარკვეული მოთხოვნები, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის ცნობა, ან PCR ტესტის შედეგები, მათ კი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა, უნდა წარმოადგინონ ანტისხეულების არსებობის დამადასტურებელი ცნობა. ჩამოთვლილთაგან ერთი ცნობის წარმოდგენის საფუძველზე პირს საზღვრის გადაკვეთის უფლება ექნება, გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით მიმავალმა მოქალაქეებმაც უნდა წარმოადგინონ ცნობები“, - აღნიშნა ექიმმა. ცნობების გარეშე გაატარებენ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის მქონე პაციენტებს. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 3 დღის შემდეგ დაბრუნებულებს დასჭირდებათ 72 საათით ადრე ჩატარებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი ან ვაქცინაციის ცნობა. ენგურის ხიდი მოქალაქეებისთვის დილის 09:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება ღია. 5 ივლისიდან ენგურის ე.წ. გადასასვლელი ხიდი სრულად გაიხსნა. ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა. უკვე წელიწადზე მეტია, რაც საოკუპაციო რეჟიმმა, თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონო შემზღუდვები დააწესა. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 2021 წლის 11 თებერვლიდან მოხერხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაწეული ძალისხმევის შედეგად. საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 6 ივლისის მონაცემებით, სულ აცრილია 272 810 ადამიანი. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვაქცინაცია 12 მაისს დაიწყო რუსული წარმოების "სპუტნიკით". 26 ივნისის მონაცემებით, აფხაზეთში სულ აცრილი იყო 4682 ადამიანი, მათ შორის 2197 - ორჯერადად. ...
წყარო

Mari

თბილისი
  • 1 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 8 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 8 დღის წინ

Natia

თბილისი
  • 14 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 10 საათის წინ

Sofa

თბილისი
  • 8 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 10 საათის წინ
  • VIP

Sali

თბილისი
  • 2 საათის წინ

Alev

ბათუმი
  • 26 დღის წინ

Mariami

თბილისი
  • 2 საათის წინ