ადვოკატი: აქციაზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

პანკისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი ადვოკატი, მარიამ პატარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მის საქმეზე პროცესის დანიშვნას ელოდება. როგორც ადვოკატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, მალხაზ მაჩალიკაშვილი 6 ივლისს პოლიციამ მშვიდობიანი აქციის, „თავისუფლებისთვის“, მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო. ადვოკატის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს: „აქციაზე ჯებირის მიღმა დაჯგუფებული მოძალადე ადამიანები აყენებდნენ მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ ჯებირები გაერღვიათ და გადმოსულიყვნენ მის მხარეს მას შემდეგ, რაც მისი იდენტიფიცირება მოახდინეს. ანუ აღმოაჩინეს, ვინ იყო ეს ადამიანი რეალურად. როდესაც პოლიცია მივიდა, ბატონი ვახა ამბობს, რომ მას გაუჩნდა განცდა, რომ საპოლიციო ძალებს მისი უსაფრთხოება უნდა დაეცვათ. მაგრამ რეალურად მოხდა ის, რომ რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით არის ეს ადამიანი გადაყვანილი, სრულიად უკანონოდ, დროებითი მოთავსების იზოლატორში და ველოდებით სასამართლო პროცესს“, - განაცხადა მარიამ პატარიძემ. მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ეგონა, რომ პოლიცია მას საფრთხეს აარიდებდა და მას ურეაქციოდ, წინააღმდეგობის გარეშე გაჰყვა, რათა მოძალადე ადამიანებს გარიდებოდა. მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ამ დრომდე მას საქმის მასალები არ გადასცემია. 6 ივლისის აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 100 კაცი დააკავა. მათგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო 32 დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამ 32 პირს შორისაა მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ასევე ნახეთ შსს: 6 ივლისს აქციაზე ადმინისტრაციული წესით 100 პირი დავაკავეთ, მათგან 32 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც. 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები და სახელმწიფოს არაეფექტური მუშაობა 6 ივლისს მდუმარე აქციით გააპროტესტეს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ. სიძულვილის ჯგუფებმა კვლავ გამართეს კონტრაქცია, იძალადეს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებზე. სამართალდამცველებმა მედია და აქციის მონაწილეები "უსაფრთხო დერეფნებით" გაიყვანა ტერიტორიიდან აქციის დასასრულს, რუსთაველის გამზირი კი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს. მათ მ...
წყარო

Nini

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

ქუთაისი
  • 11 დღის წინ

Likuna

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lara

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nica

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 42 წუთის წინ

Kato

თბილისი
  • 4 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ
  • VIP

Nina

თბილისი
  • საიტზეა

Nini

თბილისი
  • 4 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 15 დღის წინ