ეკონომიკის მინისტრმა თბილისში დაჭრილი პოლონელი ტურისტი საავადმყოფოში მოინახულა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თბილისში დაჭრილი პოლონელი ტურისტი მოინახულა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. თურნავას თქმით, მოხდა სამწუხარო ფაქტი და ნებისმიერი მსგავსი ძალადობის ფაქტი აზიანებს ჩვენს იმიჯს, როგორც ტურისტული ქვეყნის. "მინდა ვთქვა, რომ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული იმიჯის დაზიანებას. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ნებისმიერი ტურისტი დაცულია და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანა ტურისტებისთვის. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა პანდემიის შემდეგ დროულად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია, გაუმჯობესდეს ტურისტული გარემო და ინფრასტრუქტურა", - თქვა თურნავამ. ასევე ნახეთ შსს აცხადებს, რომ პოლონელი ტურისტი "პრაიდის" ღონისძიებასთან კავშირში არ დაუჭრიათ პოლონელ ტურისტზე თავდასხმაში ბრალდებულს საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. გიორგი ხმალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. პოლონეთიდან ჩამოსული ტურისტი თბილისის ცენტრალურ ნაწილში 5 ივლისს დაჭრეს. ბოლო მონაცემებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ასევე ნახეთ მკურნალი ექიმი: დაჭრილი პოლონელი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ 5 ივლისს პოლონელი ტურისტის დაჭრა პრაიდის ღონისძიებას არ უკავშირდება. შსს-ს განმარტებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს. პროკურატურამ პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება 6 ივლისს ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის წარუდგინა. ...
წყარო

Lizi

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Ekuna varketili

თბილისი
  • 13 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 13 საათის წინ

Janna

თბილისი
  • 2 თვის წინ

Eleniko

თბილისი
  • 2 თვის წინ
  • VIP

Vika

თბილისი
  • 24 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Lika

თბილისი
  • 2 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 2 თვის წინ

Marii

თბილისი
  • 16 საათის წინ
  • 100%

Anukela

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lenka

თბილისი
  • 14 საათის წინ