გიორგი თაბაგარი: გამომძიებელმა დარბეულ ოფისში მისვლა მაშინ მთხოვა, როცა მოსაკლავად დაგვდევდნენ

"თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელმა დარბეულ ოფისში მისვლა მაშინ სთხოვა, როცა ძალადობრივი ჯგუფის წევრები დასდევდნენ. თაბაგარის თქმით, არასწორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ის განცხადება, სადაც ამბობდა, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. "5 ივლისს, როცა ჩვენი ოფისიდან მოგვიწია ევაკუაცია და ამის შემდეგ კიდევ სამჯერ შევიცვალეთ ადგილი - ვიყავით მთელი დღე დევნის რეჟიმში... იმ დროს, როცა მოსაკლავად მომდევდნენ, წარმოუდგენელი იყო ოფისში მისვლა... იმ პოლიციელმა, რომელმაც მთელი დღის განმავლობაში არაფერი გააკეთა და მის თვალწინ ადიოდნენ ადამიანები კედლებზე და არაფერი გააკეთა", - უთხრა რადიო თავისუფლებას თაბაგარმა. მეტიც, თაბაგარი ამბობს, რომ დღეს დილით, მინისტრის მოადგილის პრესკონფერენციამდე, ის საგამოძიებო უწყებაში უკვე მისული იყო, ჩვენებაც მისცა და გამომძიებელმა ოფისი დალუქა. "სანამ დარახველიძე განცხადებას გააკეთებდა, ეს ყველაფერი უკვე მომხდარი იყო", - დასძენს თაბაგარი. "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში მომხდარი ძალადობრივი ფაქტების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველად გაიმართა ბრიფინგი. მინისტრის მოადგილე დარახველიძე ამბობდა, რომ გამოძიება უჭირთ, რადგან მათთან არ თანამშრომლობენ "თბილისი პრაიდისა" და "სირცხვილიას" წარმომადგენლები. "ჩვენ როცა ვიძიებთ "სირცხვილიას" ოფისზე, "პრაიდის" ოფისზე თავდასხმის ფაქტს და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში მომხდარ ფაქტს, სამწუხაროდ, ის ადამიანები, ვინც დაზარალდნენ ნაკლებად თანამშრომლობენ და თითქმის არ თანამშრომლობენ პოლიციასთან", - თქვა დარახველიძემ. 5 ივლისს, მაშინ, როცა ღირსების მარში იყო დაანონსებული, სიძულვილის ჯგუფებმა თბილისის ქუჩებში დაიწყეს შეკრება. ისინი აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და უზიანებდნენ ტექნიკას. მათი ნაწილი "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრა, ნაწილმა კი "სირცხვილიას" ოფისის დარბევა სცადა. три შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, სულ დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტია. ამ საქმეზე 7 ივლისისთვის დაკავებულია მხოლოდ 7 პირი. ...
წყარო

Janna

თბილისი
  • 2 თვის წინ

Алина

თბილისი
  • 2 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Viktorya

ქუთაისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lizi

ბათუმი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Lizi

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 1 თვის წინ

Deaaa

ბათუმი
  • 4 თვის წინ