გიორგი გახარია: ქართული ეკლესია იყო და იქნება „პრაიდის“ წინააღმდეგი

"ვინმეს თუ ეგონა, ვინმე გონიერი ადამიანი თუ უშვებდა, რომ ქართული ეკლესია რადიკალურად არ იქნებოდა „პრაიდის“ წინააღმდეგი, ამ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს არც საქართველოზე და არც ქართულ ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, ქართული ეკლესია იყო და იქნება „პრაიდის“ წინააღმდეგი, მაგრამ ესეც გამოხატვის თავისუფლებაა და ესეც მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. ქართული ეკლესია ვნახეთ, პირველ რიგში, რითი დაზიანდა - აი, ამ ფიზიკური ძალადობით, პირველ რიგში დაზიანდა ქართული ეკლესია, ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო, ქართული პოლიცია“, - განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას. ყოფილი პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად არ იზიარებს მოსაზრებას, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობა პატრიარქის პასუხისმგებლობაა. მისი სიტყვებით, შეუძლებელია ფიზიკური ძალადობით რაიმე პოზიტიური შედეგის მიღწევა და ეს, გახარიას თქმით, ყველაზე უკეთ ესმის ქართულ ეკლესიას და საქართველოს პატრიარქს. გიორგი გახარიამ თბილისში 5 ივლისს ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან მედიაზე თავდასხმის ფაქტებიც შეაფასა, რომლის შედეგადაც 53 ჟურნალისტი დაშავდა და მომხდარს „მიუღებელი“ უწოდა. „მოგვწონს მედია ჩვენ თუ არ მოგვწონს, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია! ჩვენ გვყავს ისეთი მედია, როგორიც გვყავს და ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მედია დავიცვათ, რომ ეს მედია ჩვენთან ერთად განვითარდეს. ის სისტემური ძალადობა მედიაზე, რომელიც იყო - კატეგორიულად მიუღებელია. წაახალისა თუ არა ეს სახელმწიფომ? სახელმწიფომ ეს ყველაფერი პირდაპირ წაახალისა თავისი უსუსურობით“, - თქვა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, სადაც პირველი რეგიონული ოფისი გახსნა. ასევე ნახეთ ეს იყო უუნარობის გამოხატულება - გიორგი გახარია 5 ივლისის აქციაზე გიორგი გახარია, პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე 2013 წლიდან მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა საქართველოს მთავრობაში. სხვადასხვა დროს ის იყო ბიზნესომბუდსმენი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და პრემიერ-მინისტრი. ეს უკანასკნელი პოსტი მან 2021 წლის გაზაფხულზე დატოვა, ნიკა მელიას დაკავების ფორმებთან დაკავშირებით გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო. ...
წყარო

Sema

თბილისი
  • 11 საათის წინ

Mia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anano

თბილისი
  • 15 დღის წინ

Elay kazashka

თბილისი
  • 8 საათის წინ
  • VIP

Nata

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sofi

თბილისი
  • 10 საათის წინ

Ellaa

ბათუმი
  • 10 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 10 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 7 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 3 საათის წინ

Gvanca

თბილისი
  • 6 საათის წინ

Nata

ქუთაისი
  • 16 დღის წინ