RSF: 53 ჟურნალისტზე თავდასხმა საქართველოში პრესის თავისუფლების სფეროში სერიოზული უკუსვლაა

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) პრესრელიზი გაავრცელა საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებთან დაკავშირებით. „ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა 5 ივლისს ფიზიკური თავდასხმა განახორციელეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, რომლებიც თბილისში პრაიდის მარშს აშუქებდნენ, მაშინ, როცა პოლიცია საქმეში არ ჩარეულა. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს დანაშაულებრივ პასიურობას, რომელიც ხელისუფლებამ გამოიჩინა და გამოდის მოწოდებით, დაისაჯოს ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ უკანონო ქმედებებისთვის,“ ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში. განცხადებაში ნახსენებია, რომ 53 ჟურნალისტს თავს დაესხნენ, როცა ისინი აშუქებდნენ LGBTQ+ აქტივისტების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას. ზოგიერთი ჟურნალისტი დაშავებულია, ზოგმა მიიღო ტვინის შერყევა, ზოგმა ქიმიური დამწვრობა, ზოგს აღენიშნება მოტეხილობა. მინიმუმ ხუთი ადამიანი მძიმედ დაშავდა და ისინი ჰოსპიტალიზებულ იქნენ. „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორმა ილია თვალიშვილმა თვალებზე დამწვრობა მიიღო ქიმიური ნივთიერებით, რომელიც სახეში შეასხეს. ონლაინ მედიაორგანიზაცია ‘ტაბულის’ ჟურნალისტ მაკო ჯაბუას რამდენჯერმე ჩაარტყეს თავში ჯოხი. ‘ინტერპრესნიუსის’ ფოტოჟურნალისტ ნიორგი ნიკოლიშვილს ტვინის შერყევა მოუვიდა მას შემდეგ, რაც ორჯერ ჩაარტყეს თავში, როცა ფოტოებს იღებდა,“ წერს „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ თავდასხმების სამიზნე იყო ჟურნალისტური აღჭურვილობაც. რეპორტიორებს წაართვეს და დაუმსხვრიეს კამერები, მიკროფონები და სმარტფონები. ზოგმა ჟურნალისტმა ან მიატოვა დემონსტრაცია და თავს უშველა, ან დამალა საკუთარი ჟურნალისტური აკრედიტაცია, რათა მათ თავს არ დასხმოდნენ. „ბევრმა ჟურნალისტმა აღნიშნა პოლიციის მხრიდან რაიმე რეაქციის არქონა და თავდამსხმელთა დაუსჯელობა. ‘ტვ პირველის’ კორესპონდენტმა გიორგი მაისურაძემ თქვა, რომ პოლიცია თვალს ადევნებდა და არ ჩარეულა, როცა მისი გადამღები ჯგუფის წევრს, ლევან ბრეგაძეს სცემდნენ,“ ვკითხულობთ განცხადებაში. „თბილისში ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმები საქართველოში პრესის თავისუფლების სერიოზულ უკუსვლას ცხადყოფს,“ განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟან კაველიემ. მისი თქმით, „ძალადობის ინტენსიურობა და კოორდინაცია უპრეცედენტო იყო. ჟურნალისტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, თავისუფლად გააშუქონ ნებისმიერი დემონსტრაცია და პოლიცია მოვალეა, დაიცვას ისინი მუშაობისას. შეძრწუნებული ვართ რა ამ სახიფათო პრეცედენტით და საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოვლენილი პასიურობით, შევახსენებთ მათ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და მოვუწოდებთ, დასაჯონ ყველა, ვინც პასუხისმგებელია ჟურნალისტების მიმართ ძალადობის აქტებისთვის.“ FSF წერს, რომ 6 ივლისს პრემიერ-მინ...
წყარო

молодая

თბილისი
  • 16 თვის წინ

მაგდა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Mia

თბილისი
  • 14 საათის წინ
  • VIP

Nina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anii

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 1 თვის წინ

Maka varketili

თბილისი
  • 3 დღის წინ

Elene

თბილისი
  • 1 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 15 თვის წინ

Leka

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP+

mari mari

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nuro relaqs masaji

თბილისი
  • 1 დღის წინ